განახლდა: 01/08/2014
ასტროფიზიკოსებმა ახალ ვარსკვლავთან გამა-გამოსხივების აქამდე უცნობი წყარო აღმოაჩინეს. ყოველი ანთებისას ახალი ვარსკვლავი სივრცეში ასი ათასჯერ მეტ ენერგიას ასხივებს, ვიდრე მზე წელიწადში.
ახალი ვარსკვლავი ძირითადად მჭიდროდ დაკავშირებულ ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას წარმოადგენს. ასეთი სისტემის ერთ-ერთი ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რომელზეც ვარსკვლავი-კომპანიონიდან გაზი გადმოედინება. ეს მატერია ჯუჯას ზედაპირზე გროვდება, აღწევს კრიტიკულ მნიშვნელობას და დარტყმითი ტალღით ღია კოსმოსში გაიტყორცნება. პროცესს ძლიერი [tooltip content=”გამა გამოსხივება – ელექტრომაგნიტური გამოსხივება უკიდურესად მცირე ტალღის სიგრძით – < 5×10−3 ნმ. ამის გამო მას ახასიათებს კარგად გამოხატული კორპუსკულარული(ნაწილაკური) და სუსტად გამოხატული ტალღური თვისებები. გამა კვანტები არიან მაღალი ენერგიის ფოტონები, 105ევ-ზე მაღლა, თუმცა მკვეთრი საზღვარი მასა და რენტგენის გამოსხივებას შორის არ არსებობს. 1 – 100 კ.ევ. ენერგიაზე მათ განასხვავებენ წარმომქნელი წყაროების მიხედვით: თუ ის გამოსხივდება ბირთვული გადასვლებისას, მაშინ გამა გამოსხივებაა; თუ ელექტრონების ურთიერთქმედებებისას ან ატომურ ელექტრონულ გარსში გადასვლებისას, მაშინ რენტგენის გამოსხივებაა. ამ გამოსხივების წყაროებია: ატომური რეაქციები,ანიჰილაცია,ნეიტრალური პიონის დაშლა, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების გადახრა მაგნიტურ და ელექტრულ ველებში(სინქროტრონული გამოსხივება). გამა სხივები, α და ß სხივებისაგან განსხვავებით არ გადაიხრებიან ელმაგნიტურ ველში და ახასითებთ მაღალი შეღწევადობის უნარი ერთნაირი ენერგიებისა და სხვა თანაბარი პირობების მიუხედავად. გამა კვანტები ახდენენ ნივთიერების იონიზაციას(საშიშია ცოცხალი ორგანიზმებისთვის), ამ დროს ხდება ფოტოეფექტი, კომპტონისეული გაბნევა, ელექტრონ-პოზიტრონული წყვილების გაჩენა, ფოტობირთვული პროცესები.” url=”” ]გამა-გამოსიხვება[/tooltip] ახლავს თან, რომელსაც ტელესკოპი არეგისტრირებს.
გაზის გარსის მოშორება თეთრ ჯუჯას თითქმის არ ცვლის და მომდევნო აფეთქებისთვის ამზადებს. პროცესის პერიოდულობა ათასიდან ათი ათასამდე წელს შეადგენს, ვარსკვლავი-კომპანიონის ტიპის მიხედვით, რომლიდანაც ჯუჯაზე გაზის აკრეცია ხდება.
მეცნიერებმა გამა-გამოსხივების ახალი წყარო ფერმის სახელობის კოსმოსური გამა-ტელესკოპით აღმოაჩინეს. ეს ობსერვატორია დაბალ ორბიტაზე მდებარეობს და გამა-სპექტრში მიმავალ პროცესებს სწავლობს, რომლებიც გალაქტიკათა ბირთვებში, პუსლარებში და ინტენსიური გამა-გამოსიხვების სხვა წყაროებში ხდება(გამა-ანთება).
ახალი ვარსკვლავის მიერ ინიცირებული მძლავრი გამა-გამოსხივების პირველი რეგისტრირება V407 გედი-ზე დაკვირვებით მოხდა, როცა 2010 წლის მარტში თეთრი ჯუჯასა და მზეზე ასჯერ დიდი წითელი გიგანტის ურთიერთმქედებით მძლავრი გამა-რადიაცია გამოსხივდა.
მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ V407 გედი იშვიათი ობიექტია, თუმცა ტელესკოპმა კიდევ 3 ახალი ვარსკვლავის ანთება დაინახა: V339 დელფინი 2013 წლის აგვისტო, V1324 მორიელი 2012 წლის ივნისი და V959 მარტორქა იმავე წლის ივლისი.
ასტრონომთა ვარაუდით, ჩვენს გალაქტიკაში ყოველწლიურად ახლების 20-დან 50-მდე ანთება ხდება. ხშირ შემთხვევაში მათი გამოსხივება კოსმოსური მტვრისა და დიდი მანძილების გამო შეუმჩნეველი რჩება. ხსენებული ახლები მზიდან 9 ათასიდან 15 ათასამდე სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ(ვარსკვლავი).