„ეს, პირველი კომპიუტერული მოდელია, რომლითაც პლაზმური ამონაფრქვევების (სპიკულები) შიგნით მიმდინარე პროცესების რეპროდუცირება მოხდა“– ამბობს ხუან მარტინეს-სიკორა, კვლევის წამყვანი ავტორი (კალიფორნია, ა.შ.შ.).
ყოველ 5 წუთში, სპიკულები, დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარ გავარვარებულ ნაკადებს „ისვრიან“ მზის გვირგვინისკენ (ვარსკვლავის გარე ატმოსფერო), სიჩქარით – 150 კილომეტრი წამში. ამოფრქვევა 15 წუთამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში აქტიური სპიკულების რაოდენობა 300 000-ს შეიძლება უტოლდებოდეს.
მზის გვირგვინის ყველაზე უცნაური თვისება ისაა, რომ სრულიად არაპროგნოზორებადი ხდება, როცა მის ტემპერატურაზეა საუბარი. მზის ზედაპირიდან (ქრომოსფერო) შორს მდებარეობის მიუხედავად, სპიკულების აქტიურობის ხარჯზე, მისი ტემპერატურა ზედაპირულზე მილიონი გრადუსით მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ სპიკულების არსებობის შესახებ მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, მათი ბუნება გაურკვეველი რჩებოდა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე თეორია იქნა წარმოდგენილი, რითაც მზის გვირგვინის ტემპერატურის გამოცანა უნდა ამოხსნილიყო. მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, სპიკულებს ძალიან ძლიერი აკუსტიკური ტაღები უნდა ქმნიდეს. მოგვიანებით, სპიკულების წარმოქნა მზიური მაგნიტური ველის ხვეულებს მიაწერეს. ეს თეორიები სპიკულების გამოცანის სრულფასოვნად ვერ ხსნიდა, ვერც იმას, თუ რატომ დაიმზირება ისინი მზის მთელს ზედაპირზე.
ScienceAlert-თან საუბრისას, ასტროფიზიკისა და მზის კვლევის ლაბორატორიის უფროსმა თანამშრომელმა, ბარტ დე პონტემ აღნიშნა, რომ დედამიწიდან სპიკულებზე დაკვირვება რიგი მიზეზების გამო არის შეზღუდული.
„ძალიან ძნელია მკაფიო სურათის მიღება იმისა, თუ როგორ მოქმედებენ ეს სპიკულები, რადგან პლანეტის ატმოსფერო გამოსახულებას ამახინჯებს. მხოლოდ კოსმოსური ტელესკოპების საშუალებით დავინახეთ თუ როგორ გამოიყურება ეს სპიკულები“ – ამბობს კვლევის თანაავტორი პონტე.
მარტინეს-სიკორომ და მისმა ჯგუფმა მოდელი შეიმშავა, რომელსაც ამ მძლავრი პლაზმური ჭავლების შექმნის სცენარის გენერირება შეუძლია, მათი ტემპერატურისა და ფიზიკური თვისებების ცვლილებებზე თვალის მიდევნების შესაძლებლობით. მოდელი გვიჩვენებს, რომ სპიკულების ფორმირება სამი ცალკეული სტადიის ჩარჩოებში მიმდინარეობს. ფორმირების პროცესი მზის ზედაპირზე იწყება, სადაც „მდუღარე“ პლაზმა მაგნიტურ ველთან იწყებს ურთიერთქმედებას და ჩახვეულ ნაკადად იქცევა. ეს პროცესი ძლიერ მაგნიტურ დაძაბულობას ქმნის ზედაპირთან ახლოს. შემდეგ, ამბიპოლარულ დიფუზიად წოდებულ პროცესში, ნეიტრალური და დამუხტული ნაწილაკების შერევა ხდება, რაც დაგროვებული დაძაბულობის გამოსასვლელ გზას წარმოქმნის. ამის მერე, შურდულის მსგავსად, მაგნიტური დაძაბულობა მკვეთრად თავისუფლდება მზის ატმოსფეროკენ და კოსმოსურ სივრეში უზარმაზარი სიჩქარით გაედინება.
„ამ პლაზმის ჭავლების (ჯეტების) გამოტყორცნა ძალიან სრაფად ხდება. 5-10 წუთის მერე მათი სიმაღლე 10 000 კილომეტრს შეიძლება გაუტოლდეს, რაც ლამის დედამიწის დიამეტრის ტოლია“ – ამბობს დე პონტე.
მოდელირებული შედეგების რეალურთან შესადარებლად, მენციერთა ჯგუფმა მონაცემები გამოიკვლია, რომლებიც ნასას კოსმოსური აპარატიდან – IRIS და შვედეთის მზის ობსერვატორიიდან იქნა მიღებული. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მოდელირება, ნამდვილი სპიკულების რეპროდუცირებას მართლაც ახდენს, მათი ზომის, სიჩქარისა და ფორმის ჩათვლით.
სპიკულების ფორმირების გამოცანის ამოხსნასთან ერთად, ახალი კვლევა გვიჩვენებს, როგორ ახდენენ ხსენებული პლაზმური ჭავლები მზის გვირგვინის მიმართულებით სითბოს გადატყორცნას, რითაც ის მნათობის ზედაპირზე გაცილებით ცხელი ხდება(მზე).
თუ საწყენი არ იქნება შენიშვნის სახით თვალში საცემ უზუსტობებს მოგახსენებთ:
“…მილიონობით გრადუსი სითბოს „გასროლას”…“~” – სითბო გრადუსებში არ იზომება არამედ ჯოულებში ან კალორიებში და კიდევ თუ იგულისხმება ის პლაზმა რომელიც სპიკულებში არის, მას მილიონობით გრადუსი ტემპერატურა არ აქვს, სხვა საქმეა, რომ მისი და მისი დამჭერი მაგნიტური ველის მეშვეობით ხდება ენერგიის გადაცემა ქრომოსფეროდან გვირგვინში. კიდევ ერთი, ჯეტი ქართულად არის ჭავლი და უმჯობესია ასეთ კარგ საიტზე ქართული ტერმინოლოგია დაამკვიდროთ. სხვაგან გაქვთ ნახმარი ტერმინი მზის ანთებები. ასეთ ტერმკისნ შეცდომით ხმარობენ მზის ამოფრქვევების აღსანიშნად.
პირიქით, დიდი მადლობა. ჯეტი როგორ გამიძვრა, ყველგან ჭავლს ვწერ, ჯეტით ფრჩხილებში 🙂 დედამიწის დიამეტრის ნაცვლად რადიუსი მეწერა კიდე.