ლაითსეალ – А

 2015 წლის 7 ივნისს, მოძრაობდა რა დაბალ ორბიტაზე, ლაითსეალ-А-მ, სახიფათო დავალება წარმატებით შეასრულა – მაილარისგან დამზადებული (SUNJAMMER: მსოფლიოში ყველაზე დიდი მზიური იალქანი; როგორ იმუშავებს კოსმოსური ტელსკოპი ”ჯეიმს უები”?), 32 კვადრატული მეტრის ზომის მზიური იალქნი მთლიანად გაშალა. ერთ-ერთი პანორამული კამერიდან მიღებულ ფოტოზე წარმოდგენილია, თუ როგორ კაშკაშებს გაშლილი მზიური იალქანი მნათობის შუქში. კოსმოსში ”მოცურავე” ლაითსეალ-А, დედამიწის ზედაპირზე მყოფმა დამკვირვებლებმაც დაინახეს, სანამ ის ატმოსფეროს სქელ ფენებში შემოვიდოდა და დაიწვებოდა. მისი ფუნქციონირების უნარიანობის წარმატებულმა დემონსტრირებამ მეორე კოსმოსურ ხომალდს – ლაითსეალ-B-ს გაუკვალა გზა, რომელსაც 2016 წლის აპრილში გაიტანენ ორბიტაზე. კოსმოსურ სივრცეში იალქნებით მოგზაურობა მეცნიერულ ფანტასტიკად ითვლებოდა. პირველად, ჯერ კიდევ 400 წლის წინათ, ასტრონომი იოჰან კეპლერი დაფიქრდა ამაზე, როცა ის მზის ქარისაგან განიავებულ კომეტის კუდებს აკვირდებოდა. თანამედროვე მზიური იალქნი, რომელიც ლაითსეალ-А-მ გამოცადა, მოძრაობის იმპულსს, მცირე, თუმცა მუდმივად მქროლი მზიური გამოსიხვების წნევისგან იღებს (NASA-ს პირველი იალქანი).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=Ha1OZUIhVjI

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.