ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) სპეციალისტებმა კოსმოსური აპარატის – ”როზეტა” გამოღვიძების ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს.
20 იანვარს ორწლიანი ძილის მერე კომეტებზე მონადირემ ”თვალები გაახილა”. 2004 წლის 2 მარტს გაშვებული აპარატი თავისი 10 წლიანი ფრენის მერე კომეტა 67P/ჩურიუმოვ – გერასიმენკოს უახლოვდება. ობიექტი მცირე პერიოდიანი კომეტაა, მზის გარშემო ბრუნვის 6,6 წლიანი პერიოდით. აღმოაჩინა კლიმ ჩურიუმოვმა(უკრაინა) 1969 წლის 23 ოქტომბერს, სხვა კომეტის – 32P/კომას სოლის ფოტოფირფიტებზე, რომლებიც სვეტლანა გერასიმენკომ ალმა-ათას ობსერვატორიიდან გადაიღო. ჩურიუმოვ – გერასიმენკოს კომეტის ტრაექტორიის გამოთვლით დადგინდა, რომ მისი ორბიტა არაერთხელ შეიცვალა. 1959 წლამდე კომეტის პერიჰელიუმი დაახლოებით 2,7 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენდა. იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედებით ეს მანძილი 1,29 ა.ე-მდე შემცირდა.
2003 წლის 12 მარტს მისია ”როზეტას” მომზადების ფარგლებში კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, საშუალებით კომეტას ფოტოსურათები გადაუღეს, რომელთა მიხედვითაც მისი სამგანზომილებიანი გამოსახულება იქნა მიღებული. დადგინდა ბირთვის ზომაც – 3×5 კილომეტრი(”როზეტა” გაიღვიძებს და კომეტის კვლევას შეუდგება; კომეტის საკვლევი მისია; ლუტეცია პლანეტოშენადედი აღმოჩნდა; კომეტებზე მონადირენი).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=UqcDtRmJbKY