კიდევ ერთი ჰიგსის ბოზონი?!

 კოლაიდერში(დაკ), ორ გამა-ფოტონად დაშლა აღმოაჩინეს ნაწილაკისა, რომლის მასა დაახლოებით 700 გიგაელექტრონვოლტი იყო(რა არის ელექტრონვოლტი?). ეს აღმოჩენა მეორე ჰიგსის ბოზონის არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომელიც სტადნარტული მოდელის(სმ) სუპერსიმეტრიული გაფართოებით არის ნავარაუდევი.

 აღმოჩენის სტატისტიკური მნიშვნელობა 3 სტანდარტულ გადახრას უტოლდება(ანუ შეცდომის ალბათობა დაახლოებით 0,2 პროცენტია). ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, აღმოჩენად ითვლება 5 სტანდარტული გადახრა(შეცდომის ალბათობით 0,00005%). ეს დაშლა კოლაბორაციებმა CMS(კომპაქტური მიუონური სოლენოიდი) და ATLAS(დაკ-ის ტოროიდალური აპარატი)-მა ერთდროულად შეამჩნია(დეტექტორი ALISE).


ოთხი დეტქროტიდან ATLAS-ი ყველაზე დიდია ზომით . სიგრძით 43 მეტრი, დიამეტრი 22 მ, წონა 7000 ტონა. ადამიანის ფიგურები ჩასმულია მასშტაბების უკეთესად აღსაქმელად.

 2015 წლის 15 დეკემბერს, ცერნი კონფერენციას მოაწყობს, ოფციალურ საიტზე პირდაპირი ტრანსლაციით. ამ ინფორმაციის დადასტურება იმის მაუწყებელი იქნება, რომ ბუნებაში 700 გევ. ენერგიის მქონე სკალარული ნაწილაკი არსებობს, ხოლო მეცნიერები, სმ-ს ფარგლებს გარეთ გავიდნენ. თანამედროვე თეორიები, მაგალითად, მინიმალური სუპერსიმეტრიული სტანდარტული მოდელი(მსსმ), ასეთი ნაწილაკების არსებობას წინასწარმეტყველებს. მათ როლში, დამატებითი ჰიგსის ბოზონები გვევლინება(2012 წელს აღმოჩენილი 125 გევ. ბოზონის გარდა)(სუპერსიმეტრია(მოკლედ)).

 მსსმ-ში 5 ჰიგსის ბოზონია, ხოლო ყოველ ნაწილაკს თავისი სუპერსიმეტრიული ნაწილაკი გააჩნია -სუპერპარტნიორი. მასიური ჰიგსის ბოზონის გაჩენა, ჯერ არ აღმოჩენილი, კიდევ უფრო მასიური ნაწილაკების მონაწილეობით შეიძლება ხდებოდეს. ზოგიერთი მათგანი კი სუპერსიმეტრიულ პარტნიორს შეიძლება წარმოადგენდეს, 2 ტევ-მდე მასებით(განახლებული კოლაიდერი; ამაჩქარებლების მოკლე ისტორია)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.