განახლებული კოლაიდერი

2015-17 წლებში(LHC Run II) ჩასატარებელ სეანსებში დიდი ადრონული კოლაიდერი 6,5 ტევ. ენერგიის პროტონებს შეაჯახებს. ენერგიის ნახევარჯერ გაზრდა ძალისხმევით მოხერხდა, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში 27 კილომეტრიანი რგოლის ყველა კვანძის მოდერნიზაციაზე იქნა გაწეული:

kolaideris modernizebuli rgoli

1) 1232 გადამხრელი მაგნირებიდან 18 ახლით შეიცვალა.

2) 2008 წელს მომხდარი ავარიის მსგავსი სიტუაციის გამოსარიცხად, ყველა ელექტონული კონტაქტები ახლიდან იქნა გადამოწმებული და შედუღებული, აღჭურვილი სპილენძის შუნტებით. ამისათვის სპეციალური პროექტიც კი ამუშავდა – SMACC.

3) მუშა მდგომარეობაში მყოფ მაგნიტებში 11 კილოამპერი დენი გადის. ზეგამტარობის მოვლენის ხარჯზე გათბობა და ენერგიის კარგვა არ ხდება. ზეგამტარობის დარღვევა კონიდან ამოვარდნილ პროტონებსაც შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში, მაგნიტურ ველში კონცენტრირებული უზარამზარი ენერგია(მეგაჯოულები) ერთ მაგნიტში გამონთავისუფლდება. დაზიანების გამოსარიცხად სპეციალური წრედი შეიქმნა, რომელიც ”ენერგეტიკულ დარტყმას” თავის თავზე აიღებს.

4) განახლებული მაგნიტები 11 კა. დენის უსაფრთხოდ დაჭერას შეძლებენ, ხოლო გენერირებული მაგნიტური ველი 6,5 ტევ. ენერგიის მქონე პროტონების ტრაექტორიების შენარჩუნებას.

5) კონების სისქე ენერგიის მატებასთან ერთად მცირდება, ისინი უფრო მკვრივი იქნება, რაც შეჯახებათა ნათობას გაზრდის.

6) Run I-სგან განსხვავებით, ყოველ პროტონულ კონაში 170 მილირდის ნაცვლად 120 მილირდი პროტონი იქნება, რითაც მონაცემთა ”დახვავების” ეფექტი შერბილდება. სამაგიეროდ, კონათა გროვებს შორის ინტერვალი 25 ნანოწამი გახდება, რაც ნათობას ასევე გაზრდის.

7) რეზონატორები, ამაჩქარებელი უჯრედები, რომელში მორავი პროტონები ყოველ შემდეგ წრეზე დამატებით ენერგიას იღებენ, უფრო ძლიერი ველებით იმუშავებენ.

8) გაცივების მრავალდონეებიანი სისტემა, რომელიც 1,9 კელვინ ტემპერატურამდე გაცივებას უზრუნველყოფს, მთლიანად იქნა გადამოწმებული და განახლებული. კოლაიდერის კონტროლისა და კრიოგენური სადგურის სისტემებმაც მოდერნიზება განიცადა.

9) ამაჩქარებელი რგოლის ელექტრონიკაც მთლიანად განახლდა, მისი კვანძები მეტ რადიაციას გაუძლებს. ამ კომპანიის მსვლელობისას ნახევარი მილიონი(!) ცაკლეული ელექტრული ტესტი ჩატარდა.

10) პირველი შეჯახებებისას, პროტონების ძლიერი მუხტი ვაკუუმიანი კამერის კედლებიდან ელექტრონების ამოგლეჯასა და სამუშაოს ხელის შემშლელი ელექტრონული ღრუბლის წარმოქმნას ახდენდა. ახლა, კედლების ზედაპირის სპეციალური გარსით დაფარვით, ეს მავნე ეფექტი საგრძნობლად უნდა შემცირდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.