ასტროფიზიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივებიდან ერთ-ერთი – ე.წ. ”ალფა”, ნამდვილად მუდმივია და სხვა ვარსკვლავურ სისტემებში გადასვლისას არ იცვლება. ამის დამტკიცება სპექტრული ანალიზის გამოყენებით, დედამიწიდან 220 სინათლის წლის მანძილზე მდებარე თეთრ ჯუჯაზე დაკვირვებით მოხერხდა(Physical Review Letters).
მეცნიერთა ნაშრომში ლაპარაკია მუდმივაზე, რომელიც ელექტრომაგნიტურ ურთიერთქმედებას ახასიათებს(მოკლედ ფუნდამენტური ურთიერთქმედებების შესახებ). პირველად ეს კონსტანტა მეცნიერებამა XX საუკუნის დასაწყისში სპექტრების აღწერისთვის შემოიღეს, ასწლეულის შუაში კი მკვლევარები უკვე დაინტერესდნენ, რამდენად მუდმივია ეს კონსტანტა დროში, იცვლება თუ არა ადგილიდან ადგილამდე და არის თუ არა ამ ადგილებზე მოქმედ გრავიტაციულ ველზე დამოკიდებული. რიგი ექსპერიმენტებით დაზუსტდა, რომ ”ალფას” ცვლილება, თუ საერთოდ ხდება, არ არის ძალიან დიდი, თუმცა გადახრათა ძებნა ამით არ დასრულებულა. ახალ კვლევაში თეთრი ჯუჯას ზედაპირზე ასრებული ნიკელის იონების სპექტრული ანალიზი იქნა გამოყენებული, რადგან ამ ობიექტებს ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნიათ და ნეიტრონული ვარსკვლავებისგან განსხვავებით ოპტიკურ დიაპაზონში დამზერის საშუალებას იძლევიან(როგორ კვდებიან ვარსკვლავები).
ჩატარებული დაკვირვებები გრავიტაციულ ველში, რომელიც ამ შემთხვევში დედამიწისეულზე 30 000-ჯერ ძლიერია, ”ალფას” ამ ველზე დამოკიდებულებას გამორიცხავენ. თუ რაიმე ცვლილება მაინც ხდება, მისი მნიშვნელობა პროცენტის მეასედს არ უნდა აჭარბებდეს, ამბობენ კვლევის ავტორები.
”ალფას” იდეა ველის კვანტური(მოკლედ კვანტური თეორიის შესახებ) თეორიის ჩარჩოებში შეიძლება განვიხილოთ. ელექტრომაგნიტური ველი კვანტურ თეორიაში ე.წ. ვირტუალური ნაწილაკებისგან შედგება, რომლებსაც მუდმივად ასხივებენ და შთანთქავენ ელემენტარული ნაწილაკები(მაგალითად, ელექტრონები და პროტონები), ხოლო ”ალფა” განსაზღვრავს, რამდენამ იოლად ხდება ვირტუალური ნაწილაკების გამოშვება(ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი). იგივე მუდმივა სხვანაირადაც შეიძლება განისაზღვროს: ატომთა სპექტრების გამოყენებით. ბორის ატომის მოდელი ერთეულ დონეებს ვარაუდობდა, მაშინ როცა რეალური სპექტრები ერთმანეთთან განლაგებული ორი ხაზის დემონსტრირებას ახდენდნენ: ფენომენმა ნატიფი სტრუქტურის სახელი მიიღო, ხოლო ხაზებს შორის არსებული ჭრილი კონსტანტა ”ალფათი” გამოიხატება(პლანკის მუდმივა; ნატიფი სტრუქტურის მუდმივობა ეჭვქვეშ დააყენეს; ჰაბლის კანონი).
ელექტრომაგნიტური მუდმივას მუდმივობის მტკიცებულება
Posted by