დროში ორ ნაწილად გაყოფილი გამოსხივება მაღალი ენერგიის ნაწილაკების ტელესკოპი - MAGIC.

დროში ორ ნაწილად გაყოფილი გამოსხივება

 ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა, ბლაზარიდან – QSO B0218+357, გამოსხივებული უძლიერესი გამა-ანთება დაარეგისტრირა. გამრუდებული დრო-სივრცის გამო, გამოსხივების კონა ორად გაიყო, რომლის შემადგენელი ჩვენ პლანეტას 10-12 დღიანი ინტერვალით შეეჯახა(Astronomy&Astrophysics).

 QSO B0218+357-მდე მანძლი 7 მილიარდი სინათლის წელია. ბლაზარები და კვაზარები, აქტიური გალაქტიკების(ელიფსური) ბირთვებია, ზემასიური შავი ხვრელით მათ ცენტრში. ბლაზარი უფრო კომპაქტურია, მათი ელვარება კი პერიოდულად იცვლება. როგორც სხვა კვაზარები, ესენიც, ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ჭავლებს(ჯეტებს) უშვებენ(კვაზარები).

 2014 წლის ივლისში, QSO B0218+357-ზე ძლიერი გამა-ანთება დაფიქსირდა. მისი აღმოჩენა კოსმოსური “ფერმისა” და ჩერენკოვის(ჩერენკოვის გამოსხივება) სისტემის ტელესკოპით – MAGIC, მოხერდხდა, რომელიც ატმოსფეროსთან შეჯახებული გამა-კვანტების მიერ გაჩენილი ნაწილაკების რეგისტრაციისთვის შეიქმნა. ამ ფოტონების ენერგია 65-175 გიგაელექტრონვოლტს უტოლდებოდა(რა არის ელექტრონვოლტი?).

qso-b0218357-gama_anteba-linzireba-10_12-dge-sxvaoba

 იმის გამო, რომ ბლაზარსა და დამიწას შორის მასიური ობიექტი მდებარეობს, რომელიც თავისი მძლავრი გრავიტაციით დრო-სივრცეს ამრუდებს, QSO B0218+357-დან გამოსხივებული კონა ორ ნაწილად გაიყო, რომელთაგან ერთ-ერთმა, ჩვენამდე 10-12 დღით გვიან მოაღწია(გრავიტაციული ლინზირება).

 ასტროფიზიკოსთა თქმით, QSO B0218+357, აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე შორს მდებარე გამა-სხივების წყაროა(ტელესკოპი H.E.S.S. II).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *