დედამიწისმაგვარი ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში

 ხუთი ასეული სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, ჩვენს პლანეტაზე სულ რაღაც 10%-ით დიდი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. თან, ზუსტად იქ მდებარე, სადაც თხევადი წყლის არსებობა არის შესაძლებელი(ScienceNOW).

 როგორც ეკზოპლანეტის სახელიდან ჩანს, კეპლერ-186f წითლი ჯუჯას კეპლერ-186f-ის სისტემის მეხუთე პლანეტაა. მნათობი საკმაოდ ელვარე და ცხელ ჯუჯებს მიეკუთვნება – სპექტრული კლასი M1 წითელი ჯუჯების „უმაღლესი ლიგაა“. მიუხედავად ამისა მისი სასიცოცხლო ზონა, ბუნებრივია, უფრო ვიწროა, ვიდრე მზესთან, ნაკლები ნათობის გამო. კეპლერ-186f ვარსკვლავს სულ რაღაც 0,36 ასტრონომიული ერთეულითაა(1 ა.ე. = 150 000 000 კმ.) დაშორებული, თუმცა 32%-ს იღებს გამოსხივებისა, რომელსაც დედამიწა მზისგან ღებულობს, როგორც მარსი, მაშინ რომელ სასიცოცხლო ზონაზეა საუბარი(შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე ელვარე ვარსკვლავებთან?)?!

 საქმე იმაშია, რომ შორეული ვარსკვლავური სისტემის პლანეტა მარსზე არა პატარა და მსუბუქია, არამედ 1,1-ჯერ დედამიწის მასასაც კი აჭარბებს. თუ მისი შემადგენელი იმეორებს დედამიწისეულს, ანუ სილიკატებისა და რკინისგან შედგება, მაშინ მისი მასა 1,44-ჯერაც მეტი იქნება, რაც იქ სქელი ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს არსებობის იმედს იძლევა. მძლავრი გაზური გარსის არსებობა მის ზედაპირს გაყინვისგან დაიცავს, როგორც ჩვენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, იმისათვის, რომ საშუალო ტემპერატურა 273(00 C) კელვინზე მეტი იყოს, პლანეტას 0,5-დან 5-მდე დედამიწის დონის ნახშირორჟანგი სჭირდება(აზოტის რაოდენობის მიხედვით იქაურ ატმოსფეროში). ამავე დროს, კეპლერ-186f-ის გრავიტაცია მსუბუქი გაზებისაგან შემდგარი ატმოსფეროს დასაკავებლად არასაკმარისია, რაც მას დედამიწისმაგვართა სიიდან ამოაგდებდა.

kepler 186f

კეპლერ-186-ში, სასიცოცხლო ზონაში მდებარე მხოლოდ ერთი პლანეტაა აღმოჩენილი(მწვანე რგოლი), მოდელირება აჩვენებს, რომ მასა და ვარსკვლავთან ახლოს მდებარე ოთხ პლანეტას შორის კიდევ ერთი წყვილი შეიძლებოდა წარმოქმნილიყო.

 ელის კინტანას ჯგუფის(SETI) წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ საქმე სასიცოცხლო ზონასთან გვაქვს, თუმცა მის გარე კიდესთან. ყველაფერთან ერთად, კეპლერ-186f თავისი ვარსკვლავიდან იმდენად შორსაა, რომ გამოირიცხება სიტუაცია, როცა გრავიტაციული მოქცევით ჩაჭიდების გამო პლანეტა ყოველთვის ერთი მხრითაა მნათობისკენ მიბრუნებული. ანუ, იქაც, როგორც დედამიწაზე, დღე-ღამის ცვლილებები რეგულარულად მთელს პლანეტაზე ხდება, რაც, ზოგიერთი ასტრონომის აზრით, სიცოცხლის გაჩენისთვის ასევე მნიშვნელოვანია(ეკზოპლანეტები; “კეპლერის” მესამე გიროსკოპი მზე იქნება).

httpv://www.youtube.com/watch?v=8o9zLdPx2P0

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.