ზონდმა ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონის დიდი თანამგზავრის, ქირონის პირველი კოსმოსური ფოტოები გადაიღო. ახალი გამოსახულებები ასტრონომებს ამ ციური სხეულის მასის, დიამეტრისა და სხვა მონაცემების დაზუსტებაში დაეხმარებათ.
”სურათი არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება არაპროფესიონალებისთვის, თუმცა, თუ დედამიწიდან გადღბულ ფოტოებს შევადარებთ, ”ახალი ჰორიზონტებიდან” მიღებული გამოსახულება ნამდვილი შედევრია. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზონდის ინსტრუმენტების საშუალებით პლუტონი და ქირონი ცალცალკე გადავიღეთ” – ამბობს პროექტის წამყვანი მეცნიერი ჰელ უივერი(ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ბალტიმორი).
ამ მომენტისთვის ”ახალი ჰორიზონტები” იუპიტრისა და სატურნის ორბიტებს შორისაა, 885 მილიონი კილომეტრის მანძილზე მთავარი სამიზნედან – პლუტონიდან. ზონდზე არსებული ფოტოკამერა LORRI-ის საშუალებით ქირონის სულ 6 სურათის გადაღება მოხერხდა, რომლის ორბიტალური მდებარეობა და ზომები აქამდე არსებულ მონაცემებს ფაქტიურად დაემთხვა.
”ახალი ჰორიზონტები” 2006 წლის 19 იანვარს გაუშვეს. მისი მთავარი სამიზნე პლუტონი და მისი თანამგზავრებია – ქირონი, ნიქსი და ჰიდრა. სავარაუდოდ აპარატი პლუტონთან მინიმალურ დისტანციაზე 2015 წელს გაივლის. ამის მერე ის კოიპერის სარტყლის კვლევას დაიწყებს, სადაც ყინულოვანი ობიექტების დიდი რაოდენობა, რომელთა შორის, ასტრონომთა ვარადუდით, პლუტონზე დიდებიც მოიძებნება(ჯუჯა პლანეტები; პლუტონის თანამგზავრთა კვლევა საფრთხესთანაა დაკავშირებული; სულ უფრო შორს და შორს).