2004-2013 წლებში ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა, რომ გაზური ღრუბელი შავ ხვრელთან ძალიან ახლოს მივიდა და გრავიტაციული ზემოქმედების გამო ძალიან გაიწელა(Astrophysical Journal). ხვრელის გარშემო ორბიტაზე მოძრავი ღრუბლის სიგრძე 160 მილიარდ კილომეტრამდე გაიზარდა. ხვრელამდე მანძილი კი სულ რაღაც 25 მილიარდ კილომეტრს აღწევს. ეს ნეპტუნის ორბიტის რადიუსზე ხუთჯერ მეტია და უკიდურესად მცირე რიცხვია, როცა გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელზეა საუბარი.
მკვლევარებმა სიჩქარის დადგენაც შეძლეს – 10 მილიონი კილომეტრი საათში ან სინათლის სიჩქარის ერთი პროცენტი. შედარებისთვის, დედამიწა ორბიტაზე ასი ათასი კილომეტრი საათზე ოდნავ მეტი სიჩქარით მოძრაობს ათვლის ინერციული სისტემის მიმართ, რომელიც სისტემა დედამიწა-მზის საერთო მასათა ცენტრთანაა დაკავშირებული. გრავიტაციული ველის ზემოქმედებით ღრუბელს დიდი კუდი გამოეზარდა, რომლის დამზერა მცირე დიამეტრის გამო ძალიან ძნელი აღმოჩნდა.
გაწელილი გაზური კუდის ფოტოს მისაღებად, ასტრონომებმა ძალიან დიდი ტელესკოპი(VLT) გამოიყენეს, გადაღების 20 საათიანი დაყოვნებით. ამასთან ერთად სპექტრომეტრი ფორმირების პროცესში მყოფი გამოსახულების ყოველი პიქსელის სპექტრსაც იღებდა. ინფრომაციით სპექტრის შესახებ ღრუბლის მოძრაობის სიჩქარის დადგენა მოხერხდა, დოპლერის ეფექტის გამოყენებით: მოძრავი წყაროების სპექტრული ხაზები წაინაცვლებენ სიდიდით, რომელიც მათ სიჩქარეზეა დამოკიდებული(შეჯახება გარდაუვალია; სადილი შავი ხვრელისათვის).
ასტროფიზიკოსებმა გაზის ღრუბელი შავ ხვრელამდე მიაცილეს
Posted by