”ანენერბე” და რამდენიმე უჩვეულო თავის ქალა ადიღეში

 ადიღეს(ჩექეზეთი) მთებში, მეცნიერებისთვის უცნობი არსებების თავის ქალა და ”ანენერბეს(ჰიტლერულ ესესთან არსებული ყველაზე უფრო საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ოკულტიზმითა და არაამქვეყნიური ძალებით იყო დაინტერესებული) ემბლემიანი ზარდახშა აღმოაჩინეს.

 დამახასიათებელი მრგვალი ჭრილი ცენტრში, თავის ქვედა ნაწილში, ხერხემლის ფუძეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ორ ფეხზე დადიოდა. თავი, ქალას ზედა ნაწილისა და ყბების გარეშე. პირის ნაცვლად, წრიულად განლაგებული რამდენიმე ხვრელი. უჩვეულოდ დიდი თვალის ბუდეები და მათგან გამოზრდილი რქისმაგვარი წანაზარდები. სახის ბრტყელი ძვალი, როგორც ანთროპოიდებს.

gmertb tavi 1

 არტეფაქტები მართლაც რომ ძალიან უჩვეულოდ გამოიყურება. იქვე დადებულ დათვის თავის ქალასაც რომ შევადაროთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ უცხოპლანეტელის თავი გვიჭირავს. თუ ეს დეფორმაციის ბრალია, მაშინ რატომ მეორდება იგივე მეორე ქალაზეც?

 მკვლევართა აზრით, ასეთი აღმონაჩენები ჰიტლერელი ”მაგების” ხელში შეიძლებოდა ჩავარდნილიყო, რომლებიც უჩვეულო არტეფაქტებზე ნადირობდნენ.

 მითოლოგები ამბობენ, რომ ეს, ძველშუმერული ანუნაკების, ციდან მოსული რქოსანი ღვთაებების თავებია. ანუნაკებს, ჰიპოთეტურ პლანეტა ნიბირუსაც უკავშირებენ(სად დაიმალა პლანეტა X?), რომელიც ძალიან წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობს და თვალთახედვის არეში 3,6 ათას წელიწადში ერთხელ შემოდის.

 ანენერბეს დაინტერესება კავკასიით, ცნობილი ფაქტია – იალბუზი და მასზე აღმოჩენილი დოლმენები, ძველი ალანები და ა.შ… როგორც ჩანს, გერმანელები აქ, ვითომდა ძველი არიელებისა და გოთების კვლებს ეძებდნენ. კავკასია მათთვის, ტიბეტის უფრო ახლოს მდებარე ალტერნატივა იყო.

ananerbe chemodani

 ეს თავშესაქცევი არტეფაქტები, რომლებსაც მკვლევარები მუდმივად პოულობენ, ანენერბეს ნახელავი შეიძლება იყოს, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების საქმეში, მის მსოფლმხედველობაზე, როგორც ტექნიკურად, ისე პროპაგანდის დონეზე.

 2015 წლის ზაფხულში, განძზე მონადირეებმა, ანენერბეს კიდევ ერთი ჩემოდანი და უცნაური თავის ქალა იპოვეს, ბეჭედი და ფაშისტური სამხედრო ფორმები, სავარაუდოდ, დივიზია ”ედელვაისის” ეგერის კუთვნილება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.