ანუნაკები

ანუნაკები

 შუამდინარულ მითოლოგიაში გვხვდება ცნობა არსებების შესახებ, რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ, მათი ზომები 3-5 მეტრს აღწევდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი ათასეულობით წელს, მათ ანუნაკებს უწოდებენ. ვინ იყვნენ ანუნაკები ? ერთი ვერსიით, ანუნაკები სირიუსიდან მოვიდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, რომელიც უფრო გავრცელებულია – ნიბირუდან, იგივე პლანეტა X. ეს პლანეტა, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობდა, ყოველ 3 600 წელიწადში უახლოვდებოდა დედამიწას და ანუნაკებიც სწორედ ამ პლანეტიდან მოდიოდნენ ჩვენთან. ანუნაკები ადამიანებზე განვითარებულები იყვნენ, ისინი დედამიწაზე იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ოქროს მოპოვება სურდათ. ამის გამო დედამიწაზე ჩამოიყვანეს რეპტილოიდების განსხვავებული სახეობები(ანუნაკებიც რეპტილოიდები არიან) ინუაკები და ინუნები, შემდეგ ესენი აჯანყდნენ, ხოლო ანუნაკებმა მუშახელად ადამიანები გამოიყენეს, რა თქმა უნდა ადამიანის შრომა ვერცკი შეედრებოდა იმას, რასაც რეპტილოიდები აკეთებდნენ. ამის გამო ყველაზე ჭკვიანმა ანუნაკმა ენქიმ(ეა) ადამიანის ევოლუცია დააჩქარა გარკვეული გენეტიკური ჩარევებით და ადამიანი გააუმჯობესა. მითი ანუნაკების შესახებ ასახავს უცხოპლანეტელებთან მომხდარ პალეოკონტაქტს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ მარსსა და იუპიტერს შორის არანაირი პლანეტა არ არსებობს და არც 500 000 წლის წინ არსებობდა(მითების მიხედვით). თუ პირველ ვერსიას დავუბრუნდებით, სირიუსიდან მათი წარმომავლობის ვერსიას, რბილად რომ ვთქვათ ეს თეორია სათუოა ვინაიდან სირიუსი ჩვენგან დაახლოებით 8 სინათლის წლის მანძილზეა. ყოველივე ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით ანუნაკები არ შეგვიძლია მივიჩნიუთ უცხოპლანეტელებად, ანუანკები მხოლო და მხოლოდ წარმოადგენენ გარკვეული ცივილიზაციის რელიგიურ რწმენას და მითოლოგიის ნაწილს. ნებისმიერ მითოლოგიურ(რელიგიურ) წარმოდგენას სჭირდება მეტაფიზიკური(ზებუნებრივი) საწყისი რათა ის ადამიანებმა იწამონ. ანუნაკების შემთხვევა ზუსტად ეს არის, ჩამოდის ვიღაც ზეციდან და ქმნის სრულიად ახალ ცივილიზაციას და ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ პიროვნებას – ეას, რომელიც შუამდინარულ მითოლოგიაში სიბრძნის ღმერთია. ასე რომ, მითოლოგიაში და რწმენა წარმოდგენებში ხშირია ზებუნებრივი მოვლენები რათა მოხდეს რწმენის ლეგიტიმაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ამბები რეალურად მოხდა ! და მითუმეტეს არც იმას, რომ ანუნაკები უცხოპლანეტელები იყვნენ.

ავტორი: თემო კუჭაძე.

Show Comments Hide Comments

4 thoughts on ანუნაკები

  1. Tornike ამბობს:

    Tu ar arsebobdnen rogor moxda rom or gansxvavebul civilizacias qonda inpormacia mat shesaxeb maias tomi maqvs mxedvelobashi

  2. მიხეილ ამბობს:

    უაზრო გამორიცხვაა ნეტა შენ რა იცი თემო რომ ჩვენც გვიმტკიცებ?

  3. ლაშა ამბობს:

    • მეორედ ასეთი სისულელე აღარ მიაწერო ქვემოთ, შენვე იმცირებ თავს, თემო, უარყოფ უამრავი შუმეროლოგის და მკვლევარის კვლევებს სრულიად უსაფუძვლოდ… ადამიანები ძველ დროში ტყუილად არაფერს ამბობდნენ, ისინი წერდნენ იმას რაც იცოდნენ, და ეს ცოდნა მათ ჰქონდათ საიდანღაც… შუმერებმა მიაღწიეს განვითარების პიკს ძალიან მოკლე დროში, ასეთი განვითარების მისაღწევად რასებს ათასობით წელი სჭირდებოდათ… გვაქვს მინიშნებები და სიმბოლოები, პასუხები წინ გვაქვს და მაინც ვუარყოფთ მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადრე მოხდა… ალბათ ახლა რომ წარღვნა მოხდეს და თვითმფრინავის ნიმუშები იპოვონ ერთერთი წიგნში 2000 წლის შემდეგ, მერე წარმოიქმნას სიცოცხლე, 10 000 წლის შემდეგ ცოტა განვითარდნენ და ცხენებზე იყვნენ ჯერ წამომჯდარები, ამ წიგნს არავი დაიჯერებს და იტყვიან, იგონებდნენ ეს შეუძლებელიაო.

  4. admin ამბობს:

    როცა რამეს სისულელეს უწოდებთ, ე.ი. სრულიად სარწმუნო საწინააღდმეგო არგუმენტები გავთ, ამ შემთხვევაში – არანაირი. ყველაფერი ადამიანებმა გააკეთეს და ნუ დავაბრალებთ რაიმე ზებუნებრივს და “ალიენურს”. წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, რაც არ მომხდარა, იმის დაჯერება და თავის მოტყუება არ მინდა, არა მარტო მე…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *