კოსმოსური ტელესკოპით – „ჰაბლი“, მიღებული მონაცემების ანალიზით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი მასიური მეზობლის შემომფარგლავი ჰალო 6-ჯერ უფრო დიდია და 1000-ჯერ მასიური, ვიდრე აქამდე ითვლებოდა(The Astrophysical Journal). ეს ბნელი და თითქმის უხილავი ჰალო მშობლიური გალაქტიკის ფარგლებიდან 1 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, ანუ ჩვენი გალაქტიკისკენ მომავალი გზის ნახევარზე. თუ ამ უკანასკნელსაც ასეთი უზარმაზარი ჰალო აქვს, შეიძლება უკვე ეხებიან კიდეც ერთმანეთს(ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).
ჰალო, ფაქტიურად, გალაქტიკების გაზური ატმოსფეროა. გალაქტიკაში მიმავალი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების სიჩქარე სწორედ ჰალოზეა დამოკიდებული. ამ ჰალოში თავმოყრილია მასა, რომელიც ანდრომედას გაალქტიკის ვარსკვლავების საერთო მასის ნახევარს აღწევს, ცხელი და გაიშიათებული გაზის სახით. დანახვა რომ შეგვძლებოდა, მისი დამზერადი დიამეტრი ღამის ცაზე, 100 სავსე მთვარისას გაუტოლდებოდა. ეს ექვივალენტურია ცის ფართობისა, რომელსაც დედამიწალი დამკვირვებლიდან გაშლილი ხელის მანძილზე მდებარე ორი კალათბურთის ბურთი დაფარავდა
გალაქტიკა ანდრომედა, იგივე М31, ჩვენიდან 2,5 მილინი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს( გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი და დიდებული ანდრომედა), გამოიყურება, როგორც მკრთალი თეთრი ლაქა, ხილული ზომით ექსვჯერ აჭარბებს სავსე მთვარის დიამეტრს( ირმის ნახტომი ალყაშია).
უხილავი ჰალოს აღმოსაჩენდ, ასტრონომებმა სინათლის ფონური წყაროები გამოიყენეს, ამ შემთხვევაში კვაზარები – შორეული გალაქტიკების აქტიური ბირთვები, ზემასიური შავი ხვრელებით ცენტრში(შავი ხვრელების საიდუმლო; ანდრომედას უკვე შევეჯახეთ…).