აქვს თუ არა ტემპერატურას ზღვარი?

განახლდა: 30/04/2026

 ნულს ქვემოთ, ტემპერატურის მაჩვენებელი -273 გრადუსს აღწევს, ხოლო მის მაღლა – ტრილიონებს.ათასეულობით გრადუსამდე ტემპერატურის გაზრდით, მელოკულების შემაერთებელი კავშირები ირღვევა, ხოლო კიდევ უფრო გაზრდისას, იონიზებულ პლაზმას მივიღებთ, რომელიც ატომური ბირთვებისა და ელექტრონებისგან არის შემდგარი, ყოველგვარი ნეიტრალური ატომების გარეშე.

 ტემპერატურის კიდევ უფრო მეტად გაზრდით, თვით ელემენტარული ნაწილაკები დაიწყებენ დაშლას. დაახლოებით 8 მილიარდ გრადუსზე (8 .109), ნაწილაკების შეჯახებათა ენერგიიდან მატერია-ანტიმატერიის წყვილები – ელექტრონები და პოზოტრონები დაიწყებენ გაჩენას.

 20 მილიარდი გრადუსი – ატომის ბირთვების სპონტანური დაშლა ცალკეულ პროტონებად და ნეიტრონებად.

 2 ტრილიონი გრადუსი – პროტონები და ნეიტრონები, კვარკებად და გლიუონებად იშლება, რადგან მათი დამაკავშირებელი ძალა ასეთ მაღალ ენერგიას ვეღარ უძლებს.

 დაახლოებით 2 კვადრილიონ გრადუსზე, ენერგია საკმარისია მძიმე ნაწილაკების, მათ შორის, ჰიგსის ბოზონის წარმოსაქმნელად. ამ პირობებში აღდგება ელექტროსუსტი სიმეტრია, რის შედეგადაც ჰიგსის ველის საშუალო მნიშვნელობა ქრება და ნაწილაკები კარგავენ მასას, რომელიც ჰიგსის მექანიზმით აქვთ.

 კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურებზე მატერია უკიდურესად ენერგიულ, რელატივისტურ მდგომარეობაში გადადის, სადაც ნაწილაკები ლამის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ. დომინირებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება — რადიოტალღები, მიკროტალღები, ხილული სინათლე და რენტგენის სხივები ერთმანეთისგან მხოლოდ ენერგიით განსხვავდება, თუმცა ყველა ერთსა და იმავე სიჩქარით ვრცელდება.

 ასეთ ენერგიებზე შესაძლებელია წარმოიქმნას ჩვენთვის ჯერ უცნობი ნაწილაკები ან გამოვლინდეს უფრო ფუნდამენტური სიმეტრიები, რომლებიც დაბალ ენერგიებზე დარღვეულია.

 ტემპერატურის ზრდას პრაქტიკული და ფუნდამენტური შეზღუდვებიც აქვს. თუ ენერგია მცირე მოცულობაში მეტისმეტად კონცენტრირდება, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შავი ხვრელი. გარდა ამისა, უკიდურესად მაღალი ენერგიის პირობები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ფიზიკასთან, რომელმაც ადრეულ სამყაროში გამოიწვია კოსმოსური ინფლაცია — სწრაფი ექსპონენციური გაფართოება.

 თეორიულად, ასეთ უკიდურეს პირობებამდე მისვლა, ფიზიკის ჩვენთვის ცნობილი სტრუქტურების დაშლას და სრულიად ახალი რეჟიმის დაწყებას ნიშნავს. თუმცა, პრაქტიკაში მსგავსი ენერგიები მიუწვდომელია: მაგალითად, დიდი ადრონული კოლაიდერი მუშაობს იმაზე ასობით მილიარდჯერ დაბალ ენერგიებზე, ვიდრე საჭირო იქნებოდა მსგავსი კოსმოლოგიური მასშტაბის პროცესების დასაწყებად (ექსტრემალური ტემპერატურა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.