ყველაზე ელვარე აფეთქებები სამყაროში

  ეს ელვარება გამა-ანთებებთანაა დაკავშირებული, როცა დიდი ვარსკვლავი თავის თავში იშლება(ასე რომ ვთქვათ), რათა არაჩვეულებრივად მკვრივ და პატარა წერტილად გადაიქცეს, რასაც მეცნიერები შავ ხვრელს უწოდებენ.

შეეჯახება თუ არა ნეპტუნი და პლუტონი ერთმანეთს? (Leonce)

 ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ვერ შეეჯახება, რადგან მზის გარშემო ნეპტუნის ყოველს 3 ბრუნზე, პლუტონი 2 ბრუნს აკეთებს(რეზონანსი 3:2 მათ ერთმანეთთან ახლოს მისვლასაც კი არ უშვებს). თან ეკლიპტიკის მიმართ პლუტონის ორბიტა ძალიან დიდი კუთხითაა(170 ) დახრილი, ვიდრე დანარჩენი პლანეტები. ნეპტუნზე ახლოს კი მიდის მზესთან, მაგრამ ზუსტად ნეპტუნის ორბიტას მაინც არ კვეთს.

მეროპა, როზეტა, ორიონი

 ამრეკლი ნისლეულები ახლოს მდებარე ვარსკვლავების შუქით ანათებენ, რომელიც ნახშირბადის შემცველი უწვრილესი მტვრის ნაწილაკებიდან აირეკლება.

სატურნის ორი თანამგზავრი

 სატურნის ორი ყველაზე დიდი თანამგზავრის გამოსახულება საპლანეტათშორისო სადგურმა ”კასინიმ” გააკეთა. ფოტოზე რეა და ტიტანია წარმოდგენილი. გამოსახულება 2011 წლის 10 დეკემბერს მიიღეს, ხოლო საჯაროდ 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

სფერული გროვები საკუთარმა მასამ გადაარჩინა

 ასტრონომებმა პირველი სფერული ვარსკვლვთგროვების ევოლუცია შეისწავლეს – აღმოჩნდა, რომ ვრასკვლავთწარმოქმნის აქტიური პროცესები, რომლებიც ასეთი გროვების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ ნაწილს გაჩენისთანავე ანადგურებენ. ამავე დროს გადარჩენის ალბათობა გროვას მასასთან პირდაპირაა დაკავშირებული – რაც უფრო მძიმეა, მით მეტია ალბათობაც(ვიდეო მოდელირებიდან).