სფერული გროვები საკუთარმა მასამ გადაარჩინა

 ასტრონომებმა პირველი სფერული ვარსკვლვთგროვების ევოლუცია შეისწავლეს – აღმოჩნდა, რომ ვრასკვლავთწარმოქმნის აქტიური პროცესები, რომლებიც ასეთი გროვების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ ნაწილს გაჩენისთანავე ანადგურებენ. ამავე დროს გადარჩენის ალბათობა გროვას მასასთან პირდაპირაა დაკავშირებული – რაც უფრო მძიმეა, მით მეტია ალბათობაც(ვიდეო მოდელირებიდან).

„პლანკმა“ გალაქტიკური მხუთავი გაზის რუქა შეადგინა

 ორბიტალურმა ტელეკოპმა „პლანკმა“ ჩვენს გალაქტიკაში ნახშირჟანგის(CO) გადანაწილების რუკა შეადგინა. მოკლედ კვლევის შედეგების შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) საიტზე დაიწერა.