უჩვეულო NGC 4698 — დისკოს მიმართ მართობულად მბრუნავი ცენტრი?!

განახლდა: 21/09/2026

 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ, ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარე გალაქტიკა NGC 4698-ის ფოტო გამოაქვეყნა.

 მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპ „ჰაბლის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე გალაქტიკა წყნარი ჩანს, ის გასაოცარ საიდუმლოს ინახავს: ცენტრში მდებარე ვარსკვლავები და გაზი დისკოს დანარჩენი ნაწილის მიმართ მართი კუთხით ბრუნავს.

 ქალწულის გალაქტიკათა გროვა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე მსხვილი გალაქტიკათა გროვაა. NGC 4698 არის გროვის გრავიტაციით დაკავშირებული ათასზე მეტი გალაქტიკიდან ერთ-ერთი. NGC 4698-მდე მანძილი დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წელია.

 ირმის ნახტომის მსგავსად, NGC 4698 სპირალურ გალაქტიკად ითვლება. გალაქტიკის სპირალური მკლავები ვარსკვლავების, გაზისა და მტვრის თხელ დისკოშია ჩახვეული. მის ცენტრში მდებარეობს ბალჯი – ვარსკვლავებისგან შემდგარი სფეროიდული შესქელება.

 ამოზნექილის დიფუზური, მტვროვანი-თეთრი ნათება წარმოიქმნება ვარსკვლავებისგან, რომლებიც უფრო პატარები, უფრო ხნიერი და ცივია, ვიდრე გალაქტიკის გარე დისკოზე მდებარე მასიური ლურჯი ვარსკვლავები. მჭიდროდ შეკრული ცენტრალური ვარსკვლავები ზემასიური შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს, რომლის მასა მილიონობით მზის მასაზე მეტია. ეს შავი ხვრელი აქტიურად იზრდება შთანთქავს რა მის შემომფრაგლავ გაზს.

 ბრტყელი ვარსკვლავური დისკოთი და სუსტად მანათობელი ცენტრით – NGC 4698 ტიპურ სპირალურ გალაქტიკას ჰგავს, თუმცა ჩვეულებრივს მას ვერ ვუწოდებთ. მისი ბალჯი დისკოდან მართი კუთხითაა ამომართული.

 ეს, NGC 4698-ის ერთადერთი გამოცანა არ არის. გალაქტიკის ცენტრთან ახლომდებარე გაზი და ვარსკვლავები დისკოს დანარჩენი ნაწილის მიმართ პერპენდიკულარულად ბრუნავს. რატომ მოხდა ასე?

 ასტრონომების აზრით, გალაქტიკის უჩვეულო ქცევის მიზეზი მის ფარგლებს გარეთ იმალება. შესაძლოა, NGC 4698-მა გაზი გარე წყაროდან მიიერთა. ამ შემთხვევაში, გალაქტიკის ცენტრში შთანთქმულმა გაზმა შეიძლება წარმოქმნას გაზისა და ვარსკვლავების სიბრტყე, რომელიც დისკოს დანარჩენ ნაწილთან გარკვეულ კუთხეს ქმნის.

 დაკვირვებებით დგინდება, რომ წარსულში NGC 4698-მა სხვა გალაქტიკასთან მცირე შერწყმა განიცადა. ამაზე მიუთითებს წყალბადის მოკლე „კუდი“, რომელიც გალაქტიკის ერთ-ერთი მხრიდან გამოდის (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.