განახლდა: 21/09/2026
როდესაც ვცდილობთ სმარტფონით გადავიღოთ ჰორიზონტთან მდებარე გიგანტური მთვარე, ფოტოზე მხოლოდ პატარა, მკრთალი წერტილი რჩება. ეს იმიტომ ხდება, რომ თვალი და კამერის ობიექტივი სცენას სრულიად სხვანაირად აღიქვამს.
სმარტფონი ცის ზედმეტად დიდ ნაწილს აფიქსირებს
მთვარეს ძალიან პატარა კუთხური ზომა აქვს ცაზე – მხოლოდ ნახევარ გრადუსს (დაახლოებით იმდენსავეს, რასაც მზე). მთავარი კამერა, თავის მხრივ, ფართოკუთხიანია და ცდილობს კადრში რაც შეიძლება მეტი სივრცე, შენობები და პეიზაჟი ჩატიოს. ამ ფონზე ნახევარგრადუსიანი მთვარის დისკო უბრალოდ ძალიან პატარა ჩანს. სპეციალისტთა თქმით, ტიპური ტელეფონის კამერით გადაღებულ სურათზე მთვარე, კარგად გადიდების გარეშე, სულ რაღაც რამდენიმე ათეულ პიქსელს იკავებს.
ჰორიზონტთან ტვინი საკუთარ „ზუმს“ რთავს
განცდა, რომ მთვარე უზარმაზარია, ე.წ. მთვარის ილუზიაა. როდესაც ის სახურავების, ხეების ან მთების ფონზეა, ტვინი მას დიდად წარმოგვიდგენს. თავად ატმოსფერო მას არ ადიდებს, მთვარე ჰორიზონტთან 1,5%-ით უფრო შორსაცაა, ვიდრე მაღლა ცაზე. მას ჩვენი აღქმა და ტვინი ადიდებს, სუპერმთვარეობასაც კი არ ძალუძს პატარა წერტილი ეკრანის ნახევრამდე გაზარდოს (მთვარის ილუზია).
ფოტოზე მხოლოდ თეთრი ლაქა რატომ გამოდის?
პატარა ზომის გარდა, მთვარე ხშირად უბრალო თეთრ წრედ აღიბეჭდება ხოლმე, რომელზეც კრატერები არ ჩანს. ღამის ცისთვის მთვარე ძალიან კაშკაშაა, სმარტფონის ავტომატიკა კი გარშემო არსებულ სიბნელეს ამჩნევს, მის განათებას ცდილობს და თავად მთვარის დისკოსაც ზედმეტად აელვარებს (იგივე მიზეზი, რის გამოც კოსმოსში და მთვარის ზედაპირზე გადაღებულ ფოტოებზე არასოდეს არ არის ვარსკვლავები).
როგორ გადავღოთ მთვარე ტელეფონით
-
გამოიყენეთ ტელეფოტო ოპტიკური გადიდება (“ზუმი”), ტელეფონში კი ციფრული მოახლოება.
-
დააკლიკეთ მთვარეს ეკრანზე და შეამცირეთ ექსპოზიცია, სანამ დისკი რუხი არ გახდება და დეტალები არ გამოჩნდება.
-
დააფიქსირეთ სმარტფონი (გამოიყენეთ ფანჯრის რაფა ან შტატივი), ტაიმერი კი ხელის განძრევას გამორიცხავს (ზოგიერთი სპარტფონით ხელიდანაც გამოდის).
-
სცადეთ გადაღება შებინდებისას, სანამ ცა ბოლომდე არ გაშავებულა – ასე კამერას გაუადვილდება როგორც მთვარის, ისე გარემო პეიზაჟის ერთდროულად შენარჩუნება.
-
გადაიღეთ რამდენიმე კადრი, რადგან ატმოსფერული რხევების გამო ზოგიერთი მათგანი უფრო მკვეთრი გამოვა.
თანამედროვე სმარტფონები ზოგჯერ ალგორითმებსა და რამდენიმე კადრის გაერთიანებას იყენებენ დეტალების გასაძლიერებლად, თუმცა ჩვეულებრივ კამერაზე ყველაფერს მაინც ოპტიკა წყვეტს.
საიდან ჩნდება ფოტოები „სახლის ზომის“ მთვარით
ასეთი კადრებისთვის ფოტოგრაფი უბრალოდ შორს დგას ობიექტისგან და გრძელფოკუსიანი ლინზით იღებს. მცირე ხედვის კუთხე მთვარეს ზრდის და შორეულ ობიექტებს ერთმანეთთან აახლოებს. თუ იგივეს ფართოკუთხიანი კამერით გააკეთებთ, მაგია გაქრება და მთვარე კვლავ პატარა წერტილად იქცევა.