სატურნი და ექვსი თანამგზავრი

განახლდა: 07/07/2021

 რამდენი თანამგზავრი ჰყავს სატურნს? ამ დროისთვის, მისი 293 თანამგზავრის არსებობაა დადასტურებული, მათ შორის ყველაზე პატარის ზომა კილომეტრზე მცირეა. ყველაზე დიდი ექვსი თანამგზავრი კი ამ შედგენილ ფოტოზეა აღბეჭდილი. გადაღებები 13 მოკლე ექსპოზიციით ელვარე პლანეტისთვის და 13 ხანგრძლივი ექსპოზიციით მისი თანამზგავრებისთვის, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ტიტანის დიამეტრი 5150 კილომეტრია, ის ჩვენს მთვარეზე დიდია და ცოტათი მერკურიზეც. სურათზე წარმოდგენილია მისი თითქმის სრული შემოვლა რგოლებით გარშემორტყმული პლანეტის ირგვლივ. 1655 წელს, ჰოლანდიელმა ასტრონომმა, კრისტიან ჰიუიგენსმა (ციანმჟავის ღრუბელი ტიტანზე), სატურნის პირველი თანამგზავრი აღმოაჩინა, რა თქმა უნდა, ეს იყო ტიტანი. ბოლოს აღმოჩენილი თანამგზავრების შესახებ კი 2026 წელს გამოაცხადეს. წერტილების მწკრივი, მარჯვნივ, ზომით მესამე თანამგზავრი იაფეტია. მისი ორბიტის რადიუსი იმდენად დიდი, რომ ამ ფოტოზე მხოლოდ ნაწილი აღიბეჭდა. ამ თვეში სატურნი მთელი ღამის განმავლობაში ჩანს: რადგან სატურნმა შემოდგომის დასაწყისში გაიარა ოპოზიცია (ზუსტად მზესა და მას შორის იყო დედამიწა), ის მზის ჩასვლისას ან მალევე ამოდის აღმოსავლეთ ჰორიზონტზე, ბრწყინავს მთელი ღამის განმავლობაში და მხოლოდ გამთენიისას იმალება დასავლეთით (მოკლედ მზის სისტემის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.