განახლდა: 28/09/2019
ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ცენტრი, 26 ათასი სინათლის წლის იქეთ, თანავარსკვლავედ მშვილდოსნის მიმართულებით მდებარეობს. ყველაზე ბნელი ადგილიდანაც ვერ დაინახავთ. თუ მისი მიმართულებით გაიხედავთ, წინ დიდი რაოდენობით სინათლის მშთანთქმელი ვარსკვლავთშორისი მტვერი გადაგეღობებათ. გალაქტიკის ცენტრში და მისი დისკოს გასწვრივ უამრავი ბნელი მტვროვანი ღრუბელი, მანათობელი ნისლეული და ვარსკვლავებით მდიდარი სივრცეებია. ამ მოზაიკურ სურათზე ზოგიერთი პოპულარული ობიექტია აღნიშნული, რომელთა დამზერა ბინოკლით ან მცირე ტელესკოპით არის შესაძლებელი (ბინოკლი თუ ტელესკოპი?). სურათის ამ ვარიანტზე გალაქტიკის ცენტრი მარჯვენა კიდისკენაა. მასზე მესიეს კატალოგის ცნობილი ობიექტებია აღნიშნული: ნისლეული ლაგუნა (М8) და სამნაწილიანი ნისლეული (М20), ვარსკვლავური ღრუბელი М24 და ბარნარდის ზოგიერთი ბნელი ნისლეული. სრული ვერსია 20 გრადუსს მოიცავს და მასში მორიელის თანავარსკვლავედიც არის მოქცეული.