ჩახვეული სპირალური მკლავები, სავსე ელვარე ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვებით და ბნელი მტვროვანი ჩანართებით. NGC 5584 ასტრონომთათვის არ არის უბრალოდ მორიგი გალაქტიკა.
მასში აღმოჩენილია 250-მდე ცეფეიდი(ცვლადი ვარსკვლავი), ახლახანს კი იქ Ia ტიპის ზეახალი აფეთქდა. ეს ობიექტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ასტრონომული მანძილების დადგენაში. NGC 5584 – ერთ-ერთია იმ 8 გალაქტიკიდან, რომლებიც ორბიტალური ობსერვატორია „ჰაბლის“ კვლევათა ახალ პროგრამაში ჩასვეს. ამ პროგრამამ უნდა დააზუსტოს ჰაბლის მუდმივა – სამყაროს გაფართოების საზომი ერთეული. კვლევათა შედეგებმა დამატებითი არგუმენტები უნდა მისცენ თეორიას, რომელიც სამყაროს გაფართოებას ბნელი ენერგიის მოქმედებით ხსნის და უარყოს მოდელები, რომლებიც გაფართოების მიზეზებს ამ უცნაური სუბსტანციის გათვალისწინების გარეშე ეძებენ. ფოტოზე, რომელიც „ჰაბლით“ გადაიღეს NGC 5584-ის გარდა, მოწითალო ელფერით, მოჩანან შორეული ფონური გალაქტიკები.