ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ზეახალის აფეთქება იქნა დაფიქსირებული ახლახანს, მორევის სახელით ცნობილ გალაქტიკაში – M51.
უცნაური ის არის, რომ ამდაგვარი ზეახალი M51-ში, 1994 და 2005 წლებშიც დაფიქსირდა. სამი ზეახალი ასეთ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრია ერთი გალაქტიკისთვის. გამოსახულება შედგენილია პატარა სიმძლავრის ტელესკოპით გადაღებული ორი ფოტოთი: ერთი გაკეთებული 30 მაისს, რომელიც არ აჩვენებს ზეახალს, და 2 ივნისის ფოტო ზეახლით. ფოტოები სწრაფად იცვლება აფეთქების უკეთ წარმოსადგენად. ამჟამად, M51-ში აფეთქებული ზეახალი ნომრით SN 2011dh ისევ კაშკაშებს, მასზე დაკვირვება პატარა ტელესკოპითაცაა შესაძლებელი, ამიტომ ენთუაზიასტები ცდილობენ გადაიღონ ის მომენტები, რომლებიც მძლავრმა ტელესკოპებმა გამოტოა.