ექსპერიმენტი CLOUD-ით დადგინდა, რომ კოსმოსური სხივები აეროზოლების ფორმირებაზე ახდენს ზემოქმედებას, რასაც ღრუბლების წარმოქმნა ახლავს თან.
თანამედროვე წარმოდგენებით, მთავარი ფაქტორები, რომლებიც ჩვენი პლანეტის გლობალურ ტემპერატურაზე ახდენს ზეგავლენას აეროზოლებია – ჰაერში შეწონილი მიკროსკოპული ნაწილაკები. გაცივებისა და გაცხელების დროს ეს ნაწილაკები ატმოსფეროს ტემპერატურაზე ზემოქმედებს. გარდა ამისა, ისინი ღრუბლების ფორმირებისთვის საჭირო მთავარი კომპონენტებია, რომლებიც ასევე მოქმედებენ კლიმატზე, მაგალითად, მზის სხივების არეკვლით.
ექსპერიმენტის ჩარჩოებში მეცნიერებმა სხვადასხვა სიმაღლის ატმოსფერული ჰაერის მოდელირება მოახდინეს. ამისათვის მეტალის ავზში მოთავსებულ იქნა სუფთა ჰაერი, ორთქლი და ის შენაერთები, რომლებიც შესაბამისი სიმაღლისთვისაა დამახასიათებელი. ნიმუში შესაბამისი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, პროტონული ნაკადებით დაასხივეს, რომლებიც ამ შემთხვევაში კოსმოსური სხივების როლს თამაშობდნენ. ითვლება, რომ ამ სხივების იონები თავისებური ”წებოა”, რომელიც აეროზოლების წარმოქმნას უწყობს ხელს.
საბოლოოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 5 კილომეტრზე და უფრო მაღალა, სადაც ტემპერატურა -25 გრადუსზე დაბალია, აეროზოლები გოგირდმჟავას, წყალსა და ამიაკს წარმოქმნის. როგორც ცდამ აჩვენა, კოსმოსური სხივები ამ პროცესს ათჯერ აძლიერებს.
მოხდა მოულოდნელი აღმოჩენაც. ერთი კილომეტრის სიმაღლზე, სადაც აეროზოლების წარმომქმნელი მთავარი ზონა ეგონათ, კოსმოსური სხივების ასეთ პროცესებზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. როგორც ჩანს, აქ აეროზოლების წარმომქნელი სხვა მექანიზმი მოქმედებს, მაგალითად, ადამიანის საწარმოო მოღვაწეობა. ახალი მექანიზმის შესწავლა პროგრამა CLOUD-ის პრიორიტეტული ამოცანა გახდება, პროგრამისა, რომელიც 2009 წელს დაიწყო.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია(CERN), პირველ რიგში ცნობილია, როგორც მმართველი დიდი ადრონული კოლაიდერისა, ეს არის ელემენტარული ნაწილაკების ყველაზე დიდი ამაჩქარებელი მსოფლიოში.