Breakthrough Initiatives – კენტავრის ალფას დეტალურად შესასწავლი ფინანსები

 პროგრამა Breakthrough Initiatives(მოწინავე, გამაოგნებელი თუ გამრღვევი ინიციატივები?)-ს ჩარჩოებში, რომლის ორგანიზატორი რუსი მილიარდერი -- იური მილნერია, არამიწიერი სიცოცხლის ძებნის მიზნით, მილიონობით ვარსკვლავისა და მათი პლანეტების შესწავლა იგეგმება. პირველ ეტაპზე, მზესთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე, კენტავრის ალფას, იქ არსებული ეგზოპლანეტების, ასევე ”კეპლერითა” და სხვა ტელესკოპებით აღმოჩენილი დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების შესწავლა მოხდება. ამ იდეების განსახორციელებლად, პროგრამა Breakthrough Initiatives, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ჩილე) კუთვნილი, ყველაზე დიდი ტელეკსოპის(VLT) მოდერნიზაციას მოახდენს, რის მერეც მისი საშუალებით, მზის სისტემასთან ახლოს მდებარე პლანეტების კარგად დათვალიერება მოხერხდება.

 სიახლოვის მიუხედავად, კენტავრის ალფამდე მანძილი 4,37 სინათლის წელია და ყველაზე უფრო სწრაფი თანამედროვე კოსმოსური ხომალდით იქამდე მიღწეავს 30 ათასი წელი დაჭირდებოდა. ეს რიცხვი, სთივენ ჰოქინგსა და იური მილნერს არ აშინებს, ისინი ამ სისტემისკენ ლაზერით აჩქარებული ნანოკოსმოსური აპარატის გაგაზავნას გეგმავენ, რომელიც 20 წელიწადში მიაღწევს დანიშნულების ადგილს(რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…).

 ჯერჯერობით, საჭირო ტექნოლოგიების შემუშავება და კენტავრის ალფას დეტალური კვლევა უნდა მოხდეს, რისი გაკეთებაც, ტელესკოპების კარდინალური განახლების გარეშე ვერ მოხდება. მთავარი სურთულე, ვარსკვლავის დამაბრმავებელი გამოსხივებაა, რომელიც პლანეტებისა და სხვა ასტრონომიული ობიექტებიდან არეკლილ სუსტ ნათებას ახშობს. შეგახსენებთ, რომ ”კეპლერი” ამ სირთულეს სათავისოდ იყენებდა და ვარსკვლავების გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებს, მათგან გამოწვეული ჩაბნელებებით აფიქსირებდა, როცა პლანეტა, თავისი დედა ვარსკვლავის ფონზე გაივლიდა ხოლმე. თუმცა, ასეთნაირად თვით ეგზოპლანეტის გამოსახულების მიღება შეუძლებელია(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

კორონოგრაფი(ორბიტალური ობსერვატორია SOHO/NASA).

 2016 წლის ოქტომბერში, Project Blue-ს შექმნის შესახებ გაკეთდა განცხადება, რომლის მიზანია ტელესკოპის შექმნა, ვარსკვლავის ნათების ჩახშობითა და მასთან სიცოცხლისათვის თავსებადი ეგზოპალნეტების ფოტოგრაფირების შესაძლებლობით. მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ფოტოგრაფირებას მოახდენს, ე.წ. კორონოგრაფი იქნება, აღჭურვილი ძლიერი გამოთვლითი მოწყობილობით, რომელიც მიღებული მონაცემების ურთულეს გადამუშავებას მოახდენს. კორონოგრაფები, ძირითადად, მზის შემსწავლელ ობსერვატორიებში გამოიყენებოდა. ახლა, კორონოგრაფიის ტექნოლოგიამ, შედარებით ახლოს მდებარე ეგზოპლანეტების გადასაღებად საჭირო სტაბილურობისა და კონტრასტულობის დონეს მიაღწია.

მწვანე -- სიცოცხლის არსებობისათვის თავსებადი ზონა.

 Breakthrough Initiatives მხარდამჭერი ჯგუფი, VLT-ს მოდერნიზირებისთვის საჭირო ფინანსების მეტ ნაწილს გაიღებს. ახალი სისტემა, ე.წ. ოპტიკური იმპულსის ფრონტის გადამწოდის(”დატჩიკ”) გამოყენებით, დედამიწის ატმოსფროს ზეგავლენის(ლივლივი, ტურბულენცია) კომპენსაციას მოახდენს. ახალი გადამწოდი და კორონოგრაფი, VLT-ს მოდული -- შუა ინფრაწითელ დიაპაზონში გამოსახულების მიმღები სპექტრომეტრი(Imager and Spectrometer for mid-Infrared) მიიღებს. დაყენდება სხვა ხალი მოწყობილობაც -- ოპტიკური სისტემის კალიბრირება, გამოსახულების მაფორმირებელი ბლოკის პარამეტრთა დასაყენებლად, როგორიცაა მიმართულება, ელვარება და კონტრასტი.

VLT -- ძალიან დიდი ტელესკოპის შემადგენელი ოთხეული(ESO).

 თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, VLT-ს მოდერნიზირება უკვე 2019 წლისთვის დასრულდება, ზუსტად მაშინ, როცა ე.წ. ”ფრთხილი და წყნარი ძებნის” ეტაპი დაიწყება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.