Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს

 2015 წლის 19 მაისს, მოდერნიზაციაზე 7 წლის განმავლობაში გაჩერების მერე, გრავიტაციული ტალღების ლაზერული ინტერფერომეტრიის ობსერვატორია( LIGO) ამუშავდა(მაიკელსონ-მორლის ცდა). ორი ასეთი იდენტური დანადგარი, მდებარე ვაშინგტონისა და ლუიზიანას შტატებში, გრავიტაციული ტალღების სუსტი „ხელმოწერების“ აღმოსჩენად არის შექმნილი, რომლებიც ზეახლების აფეთქებებით, შავი ხვრელების შერწყმისა და სხვა კატასტროფული კოსმოსური მოვლენების დროს წარმოიქმნება.

ligo sqema

 ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, გრავიტაციული ტალღბი უნდა არსებობდნენ ბუნებაში, თუმცა მათი პირდაპირი დამზერის გზით აღმოჩენა შეუძლებელია. ექსპერიმენტი Advanced LIGO, რომლის მშენებლობას ამერიკის ნაციონალური სამეცნიერო ფონდი აფინანსებს, ხოლო რეალიზებას კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და მასაჩუსეთსის ინსტიტუტის ინჟინრები ახდენენ, ამ გრავიტაციული ტალღების ზეგავლენის ეფექტების დაჭერას ეცდება. აღმოჩენის გაკეთებას იგივე ეფექტი ექნება, როგორიც ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას 2012 წელს.

 გრავიტაციულმა ტალრებმა უმცირესი ცვლილებები უნდა მოახდინოს ლაზერისს ხივების გავრცელების ტრაექტორიაში, რამაც, თავის მხრივ, გაყოფილი სხივის ისევ ერთ წერტილში თავმოყრის ადგილზე ინტერფერენციული სურათი უნდა მოგვცეს. ყოველგვარი გაუგებრობების გამოსარიცხად, ვაშინგტონსა და ლუიზიანაში, აბსულუტურად იდენტურ ორ დანადგარს შორის არსებულ 3000 კილომეტრიან მანძილზე, თუ ზემოთ ხსენებული ზეგავლენა მართლაც მოხდა, ორივეგან ერთნაირი სახე ექნება.

 „წინამორბედისგან განსხვავებით, Advanced LIGO-ს ისეთი მაღალი მგეძნობელობა და სიზუსტე გააჩნია, რომ გალაქტიკების შეჯახებათა ექოსაც კი გავიგონებთ. შავი ხვრელების შერწყმასა და სხვა მაღალენერგიული მოვლენების  შესახებ, მიზიდულობის ძალი იმ უმცირესი ცვლილებებით შევიტყობთ, რომლებიც ჩვენამდე სწორედ გრავიტაციული ტალღების სახით მოვა. ამ ტალღების პარამეტრების დადგენით, მათი წარმომქმნელი მოვლენების პარამეტრების დადგენასაც შევძლებთ“ – ამბობს ჰარვარდელი ფიზიკოსი მეთ სტრესლერი(გრავიტაცია; მეცნიერების თეთრი ლაქები – რა არის გრავიტაცია?; მოკლედ კვანტური გრავიტაციის პრობლემის შესახებ; სამყარო ჰოლოგრამაა?!;ტელესკოპმა გრავიტაციული ტალღები „დაინახა“).

httpv://youtu.be/PVNlPUcPlB0

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.