მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანული მოლეკულების შემცველი ნახშირბადის გლობულები, რომლებიც მარსულ მეტეორიტებშია, ნამდვილად მარსზე ჩამოყალიბდა, თუმცა არა ცოცხალი ორგანიზმების მოღვაწეობით, არამედ პლანეტის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად. ნამუშევარი ჟურნალ ScienceExpress-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი კარნეგის ინსტიტუტის საიტზე.
მეცნიერებმა, 11 მეტეორიტიდან აღებული სინჯები გააანალიზეს, რომელთა ასაკი მარსის ისტორიის 4 მილიარდიან პერიოდს მოიცავს. ნახშირბადის მნიშვნელოვანი ნაწილი, თერთმეტი მეტეორიტიდან ათში იქნა აღმოჩენილი – მისი ნაერთები კრისტალიზებული ნივთიერების შიგნით იყო მოქცეული.
ქიმიური ანალიზისთვის მკვლევარებმა რამანის სპექტროსკოპია (სინათლის კომბინირებული გაბნევა) გამოიყენეს, რომელიც არეკლილი სინათლის სპექტრის მიხედვით ობიექტის ზედაპირის ქიმიური შემადგენელის დადგენის საშუალებას იძლევა. მეტეორიტის (კიდევ მეტეორიტებზე) შემადგენლობაში მაღალმოლეკულური გრაფიტის (ნანოტექნოლოგია) და მისი დაბალმოლეკულური პოლიციკლური ”ფრაგმენტების” – ფენანტერი, ანტრაცენი, პირენი და სხვა, აღმოჩენა მოხერხდა.
ავტორებმა, ნახშირბადის გეოქიმიური წარმომავლობა მინერალების ანალიზით დაადგინეს, რომლებშიც ნახშირბადის გროვები იყო თავმოყრილი. მათი ქიმიური და იზოტოპური შემადგენელი იმაზე მოწმობდა, რომ ეს გროვები მაგმის გაცივებით წარმოიქმნა და არა ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენებით. ტემპერატურა, რომელზეც ნახშირბადის შემცველი მინერალები გაჩნდა დაახლოებით 1200-1300 გრადუსს შეადგენდა, რაც ყველაზე უფრო თერმომედეგი მიკროორგანიზმების არსებობისთვისაც კი სრულიად შეუსაბამოა.
მარსული მთის ქანები ვულკანების ამოფრქვევის ან ასტეროიდული ბომბარდირების შედეგად მოხვდა დედამიწაზე. ამ დროისათვის 34 მარსული მეტეორიტის წარმომავლობაა დადგენილი, რომელთაგან პირველი, 1911 წელს იპოვეს. მეცნიერები, მათი შემადგენელის კვლევით, წარსულში მარსზე მცხოვრები ორგანიზმების კვალის მოძებნას ცდილობენ (სიცოცხლე მარსზე), რაც მეცნიერულ საზოგადოებაში ყოველთვის კამათის საგანი ხდება ხოლმე (ცნობისმოყვარე მარსმავალი).