8 ახალი ეკზოპლანეტა

 ასტრონომებმა 8 ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰგავს დედამიწას. ახალი პლანეტები „კეპლერმა“ შეამჩნია, რომელმაც 2009 წლიდან 4000-მდე სხვადასხვა ტიპის ეკზოპლანეტობის კანდიდატი აღმოაჩინა, მათგან 1000, ასტრონომებმა პლანეტებად აღიარეს.

„კეპლერი“(NASA).

 ახლადაღმოჩენი 8 პლანეტიდან 3 ე.წ. სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მდებრაობენ, ანუ ადგილზე, სადაც თხევადი წყლის არსებობაა შესაძლებელი, შესაბამისად, სიცოცხლისაც. 438b-დ წოდებული პლანეტა დედამიწაზე 12%-ით დიდია. ამასთან ერთად, მის ზედაპირზე არაებული ტემპერატურა დედამიწისეულის მსგავსი უნდა იყოს. ამჟამად ის „დედამიწის ორეულად“ ითვლება, ეს სტატუსი შარშან აღმოჩენილ 186f-ს ჩამოართვა.

8 axali ekzo

 

 ნასას წარმომადგენელთა განცხადებით, პლანეტა 438b-მდე მანძილი 475 სინათლის წელს უტოლდება. მისი ორბიტალური პერიოდი კი 35, 2 დღეს. კიდევ ერთი ახალი პლანეტა – 442b, დედამიწას 1100 სინათლის წლითაა დაშორებული, ორბიტალური პერიოდით 112 დღე. ორივე კლდოვანი პლანეტების ტიპს მიაკუთვნეს.

 ამ 8 ეკზოპლანეტასთან ერთად კიდევ 554 კანდიდატზე იქნა გამოცხადებული, რითაც საერთო რიცხვმა 4175-ს მიაღწია. პლანეტის სტატუსის მისანიჭებლად დიდი რაოდენობით ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებაა საჭირო(როგორ ეძებდნენ ეკზოპალნეტებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *