ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია ადასტურებს, რომ გასულ წელს აღმოჩენილი ელემენტარული ნაწილაკი ჰიგსის ბოზონია(Reuters).
ახალი ნაწილაკი მასით 125-126 გევ, რომლის აღმოჩენის შესახებ 2012 წლის 4 ივლისს განაცხადეს, ნამდვილად ჰიგსის ბოზონია. ცერნის ოფიციალური ფორმულირებით, მონაცემთა დამუშავების შედეგი, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მთელი 2012 წლის განმავლობაში დაგროვდა, იმაზე მიუთითებს, რომ ზემოთხსენებული ნაწილაკი – სწორედ ის ჰიგსია. მცირე გაურკვევლობები მასთან დაკავშირებით, თუმცა, მაინც არსებობენ.
”მონაცემთა მთლიანი მოცულობის წინასწარი ანალიზი, დაგროვებული 2012 წელს, ნამდვილად შთამბეჭდავია და პირადად ჩემთვის აშკარაა, რომ ჩვენ მართლაც ჰიგსის ბოზონთან გვაქვს საქმე, თუმცა ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ, ჰიგსის ზუსტად რომელი სახეობაა ეს” – აცხადებს ჯო ინკანდელა, დეტექტორ CMS-ის კვლევითი ჯგუფის წარმომადგენელი. სწორედ მისმა და Atlas-ის ჯგუფმა განაცხადეს ახალი ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ გასული წლის ივლისში(კოლაიდერი).
სტანდარტული მოდელის მიხედვით, ჰიგსის ბოზონი არის ნაწილაკი, რომელიც სხვა ნაწილაკების მასიურობაზეა პასუხისმგებელი. არსებობენ ჰიპოთეზები, რმელთა თანახმადაც ჰიგსის ბოზონი შეიძლება იყოს რამდენიმე. ცერნის მკვლევარებს ჯერ კიდევ მოუწევთ საბოლოოდ გარკვიონ, მათ ”სტანდარტულ” ჰიგსთან აქვთ საქმე თუ რაიმე უფრო ეკზოტიკურთან(ჰიგსის ბოზონი და სამყაროს ბედი).