ასტრონომებმა გიგანტურ რენტგენულ ბუშტებს ახსნა მოუძებნეს

 ბუშტები, რომელთა დიამეტრი 25 ათასი სინათლის წლის ზომისაა, ასტრონომებმა ჯერ კიდევ 2010 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს(arXiv.org.). რენტგენის გამოსხივებით გაჯერებული ობიექტები ფერმის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. ისნი გალაქტიკის სიბრტყის მიმართ, ზემოდან და ქვემოდან, ერთმანეთის სიმეტრიულად არიან განლაგებულნი და მას მხოლოდ ცენტრალურ რაიონში ეხებიან. ამის გამო მეცნიერებმა თავიდანვე ივარაუდეს, რომ ბუსტების წარმომქმნელი წყარო არის პროცესი, რომელიც მშვლიდოსანი A-ს უკავშირდება – ანუ ზემასიურ შავ ხვრელს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში.
  ირმის ნახტომი – გვერდხედი. ვერტიკალურად ერთი სფეროს კიდედან მერის კიდემდე მანძილი 50 000 სინათლის წელია, რაც გალაქტიკის რადიუსის ტოლია. ვარდისფრად გამოსახულია გამა-ემისიური უბნები, ხოლო ცისფრად რენტგენის გამოსხივება. ის ჯერ კიდევ 1990 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მეცნიერები მაშინ უზარმაზარი სტრუქტურის მხოლოდ მცირე ნაწილს ხედავდნენ(ილუსტრაცია NASA/Goddard Space Flight Center).

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ათას წლიანი პერიოდულობით მშვლიდოსანი A ვარსკვლავს იჭერს. ვარსკვლავის შემადგენელი მატერიის ნაწილი შავ ხვრელში ვარდება, ნაწილი კი უზარმაზარ სიჩქარეებამდე აჩქარებული პროტონების სახით კოსმოსში გამოსხივდება. ეს პროტონები ხვრელის გარშემო მყოფ მტვერსა და გაზებს ბომბავენ, რომლებიც თავის მხრივ მაღალენერგიულ ელექტრონებს ასხივებენ. ეს უკანასკნელნი კი მოძრაობისას რადიო(სინქროტრონული გამოსხივება) და რენტგენის(კომპტონის უკუეფექტი) დიაპაზონის ფოტონებს ასხივებენ.
  სფეროების თავისებურებანი მიუთითებენ რაგაც პროცესზე, რომელიც უეცრად და სწრაფად მოხდა(მკაფიო საზღვრები, ენერგიის პიკები სპექტრში. ილუსტრაცია NASA/DOE/Fermi LAT/D. Finkbeiner et al.).
_
მიღებული მონაცემები დამზერილს კარგად ეთანხმება – კერძოდ, ბუშტების მკაფიოდ გამოხატული საზღვრები(ხვრელის მიერ ვარსკვლავის განადგურებიდან განადგურებამდე). გარდა ამისა, ასტრონომები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ეფექტით შეიძლება აიხსნას დაფიქსირებული მაღალენერგიული კოსმოსური სხივების გადაჭარბებული რაოდენობა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.