ამ გაზის აღნიჩენას შეეძლო დაემტკიცებინა, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა, თუმცა ანალიზების წინასწარი შედეგები, რომელიც „ცნობისმოყვარემ“ ჩაატარა, იმას მოწმობენ, რომ მეთნი წიტელი პლანეტის ათმოსფეროში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება იყოს.
ეს მარსის ატმოსფეროს შიგნით მეთანის აღმოჩენის პირველი მცდელობაა: ადრე ასეთი კვლევები მხოლოდ დედამიწიდან და მარსის ორბიტალური თანამგზავრებიდან ხდებოდა. მარსმავლის მიერ აღებული სინჯების ანალიზით გაირკვა, რომ მარსის ატმოსფროში მეთანის რაოდენობა მოცულობის რამდენიმე მემილირდედს შეადგენს, ან საერთოდ ნულის ტოლია.
დედამიწაზე მეთანის 90%, რომელიც ბუნებრივი გაზის ძირითადი კომპონენტია, ცოცხალი ორგანიზმებისგანაა წარმოქმნილი. 2003 წლიდან დაწყებული, მეცნიერები, რომლებიც მეთანს დედამიწიდან ტელესკოპებითა და ორბიტალური ზონდებით ეძებდნენ არა ერთხელ აცხადებდნენ, რომ ეს გაზი მარსზე არის, ხოლო მათი კოლეგები ამ დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებდნენ(მეთანი).