”ვოიაჯერის” ოქროს ფირფიტა, უცხო ცივილიზაციებისადმი გზავნილს წარმოადგენს. მასზე ქართული ჩაკრულოცაა ჩაწერილი, მოუსმინეთ და იამაყეთ.
„ვოიაჯერის“ ოქროს ფიფრიტა ინფორმაციის მატარებელი სპილენძის ფირფიტაა, ხმებისა და ვიდეოს ჩანაწერებით, რომელიც ალუმინის კოლოფშია მოთავსებული. ფირფიტის დიამეტრი დაახლოებით 30 სანტიმეტრია და კოსმოსური მტვრისა და ეროზიისაგან დასაცავად ოქროთია დაფარული. კოლოფში ფირფიტასთან ერთად ფონოგრაფული კაფსულა და ნემსია მოთავსებული. კოლოფზე, ჩანაწერების მოსმენისა და ნახვისათვის საჭირო სქემაა ამოტვიფრული. ისე როგორც „პიონერის“ ფირფიტაზე, აქაც წყალბადის ატომის სქემაა წარმოდგენილი, მეტრიკული და დროითი სიდიდეების მისაღებად, ასევე პულსარების რუკა, რომელზეც გალაქტიკაში მზის სისტემის მდებარეობაა აღნიშნული.
მუსიკა
„ვოიაჯერის“ ჩანაწერთა 78% სხვადასხვა კულტურის ხალხთა მუსიკას ეთმობა. დასავლეთის კლასიკური მუსიკა – ბახი, მეთჰოვენი, მოცარტი, სტრავინსკი. დასავლეთის მსუბუქი მუსიკა – ჩაკ ბერი, ლუი არმსტრონგი. დასავლეთის მუსიკა, დისკოს მხოლოდ ნახევარზე ცოტას იკავებს. დანარჩენი აღმოსავლეთს ეთმობა – ინდური, იაპონური კლასიკა. არის პერუს, ბულგარეთის, ავსტრალიის, აფრიკის, აზერბაიჯანისა და ქართული გუნდური მღერა. ახალი გვინეის ქვის ხანის დროინდელი რიტუალური მღერა.
ხმები
დარჩენილი 22% ადამიანების, დედამიწისთვის დამახასიათებელი ხმებით და 116 გამოსახულებითაა (კოდირებული ვიდეოსიგნალებად) დაკავებული. ადამიანის ხმები გაეროს გენერალური მდივნის, 55 ყველაზე გავრცელებულ ენაზე მისალმებებითაა წარმოდგენილი. ოკეანე, ხმელეთი, ატმოსფერო, ფრინველები და მწერები, ბაყაყები,ძაღლები, ლომები, შიმპანზეები, მგლები. ადამიანებისა და მათი მოღვაწეობის ხმები – ნაბიჯები, ჩაქუჩის დარტყმები, ხერხი, ხეზე ნაჯახის დარტყმის ხმა; მანქანების ხმები, სიგნალები, რეაქტიული თვითმფრინავი, მოტირალი ბავშვი, რომელსაც დედა აწყნარებს, ასევე პულსარის რეგულარული „ფეთქვა“ (ამ ხმით შესაძლებელი იქნება კოლოფზე გამოსახული პულსარებიან რუკაში გარკვევა).
გამოსახულებები
მზის სპექტრის ფოტო – 20 ფერადი ფოტოდან პირველი, რომელიც 116 ფოტოსაგან შექმნილ მიმდევრობას იწყებს. ფერადი ფოტოები კოდირებულია, როგორც სამი მონოქრომატული ფოტოების მიმდევრობა, გაკეთებული განსხვავებული ფერის ფილტრებით. რადგან მზის სპექტრის შთანთქმის ხაზები მისი ფერისა და ნათობის ინდიკატორებია, არამიწიერ ასტრონომებს მონოქრომატული ფოტოების ერთ ფერად ფოტოდ აწყობა არ გაუჭირდებათ, ასეთნაირადვე მიიღებენ სხვა ფერად სურათებსაც.
დედამიწა კოსმოსიდან, დნმ, კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, ემბრიონი, ადამიანის ანატომია; უდაბნოები, მთები, კუნძულები, მარჯნის რიფები, ყვავილები, მოლუსკები, დელფინები; გვატემალელი და ავსტრალიელი ფერმერები; აფრიკელი, ტაილანდელი და ტეხასელი მუშები; ოლიმპიელი სპორცმენები, ბალეტის მოცეკვავეები და ა.შ.
ჯიმი კარტერის მიმართვა (ა.შ.შ-ს პრეზიდენტი 1977 წელი), ის დაახლოებით ასე ჟღერს
ეს აპარატი ა.შ.შ-შია შექმნილი, 240 მილიონიან ქვეყანაში, დედამიწის 4 მილიარდი ადამიანიდან. კაცობრიობა ჯერ კიდევ განსხვავებულ ნაციებად და სახელმწიფოებადაა დაყოფილი, თუმცა ისინი საერთო ცივილიზაციის შექმნისაკენ მიისწრაფიან.
ჩვენ ამ გზავნილს კოსმოსში ვუშვებთ. ის, ალბათ, ჩვენი მომავლის მილიარდობით წელს გადაურჩება, როცა ჩვენი ცივილიზაცია შეიცვლება და დედამიწასაც შეცვლის… თუ რომელიმე ცივილიზაცია „ვოიაჯერს“ წააწყდება და ამ ფირფიტის წაკითხვას შეძლებს, ჩვენი გზავნილი ასეთი იქნება:
ეს, საჩუქარია შორეული პატარა სამყაროდან: ჩვენი ხმები, მეცნიერება, გამოსახულებები, მუსიკა, ჩვენი აზრები და გრძნობები. ჩვენ, დღეს გადარჩენას ვცდილობთ, რათა თქვენ დროშიც ვიცხოვროთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, დადგება დღე, როცა პრობლემებს გადავწყვეტთ და გალაქტიკურ ცივილიზაციას შევუერთდებით. ეს ჩანაწერები, ამ სამყაროში, ჩვენს იმედებს, შემართებასა და კეთილ ნებას გამოხატავს.
ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია.
მუხრან ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.
ხალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
მტერო დამჩაგრე არ ვტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია,
მაცალე ერთი გავლესო,
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმიდად მოგაკმევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია.
ეს კარგი რამე გააკეთეს..