ჩვენი გალაქტიკის სპირალური მკლავები კოსმოსური ავარიის შედეგად გაჩნდნენ

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ირმის ნახტომის სპირალური მკლავები, ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახებით წარმოიქმნა. მეცნიერთა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ამის შესახებ New Scientist-ი მოგვითხრობს.

 მეცნიერებმა, ვარსკვლავური გროვების ევოლუციის კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს. ისინი, ჩვენი გალაქტიკისა და ხსენებული გალაქტიკის( Sagittarius Dwarf Elliptical Galaxy. SagDEG-გალაქტიკა მშვილდოსანში), ბოლო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, თანაგანვითარების მოდელირებას სხვადასხვა სცენარით ახდენდნენ.

 სცენარებიდან ყველაზე უფრო მსგავსი, ჩვენი გალაქტიკისა და SagDEG-ეს დღევანდელ მდგომარეობასთან, აღმოჩნდა სცენარი, როცა 1,9 მილიარდი წლის წინ სპირალური SagDEG ჩვენს გალაქტიკას შეეჯახა. ამის მერე, მან კიდევ ერთი „წრე“ დაარტყა და 900 მილიონი წლის შემდგეგ კიდევ ერთხელ დაეჯახა ირმის ნახტომს. ამჟამად SagDEG მესამე შეჯახების მიმართულებით მოძრაობს, რომელიც 10 მილიონი წლის მერე მოხდება. შეჯახებების დროს ის  ბნელ მატერიასა და გაზებს კარგავს, რის გამოც სპირალურიდან ელიფსურ გალაქტიკად იქცევა.

ირმის ნახტომის კომპიუტერული მოდელი.

 როგორც მოდელირებიდან ჩანს, მეორე შეჯახებამ ერთბაშად რამდენიმე განმასხვავებელი თავისებურება შესძინა ჩვენს გალაქტიკას – სპირალური მკლავები და ვარსკვლავური რგოლები გალაქტიკის გარშემო(რგოლები პირველად 2002 წელს აღმოაჩინეს). აღსანიშნავია ის, რომ შეჯახებებმა არ გამოიწვიეს გალაქტიკის ბარის დაშლა(წაგრძელებული შესქელება გალაქტიკის დისკოს ცენტრალურ  ნაწილში).

 ახალი ნამუშევარი დადებითად იქნა შეფასებული სპეციალისტების მიერ. ამ მოდელს ჩვენი გალაქტიკის სპეციფიური თავისებურებების გამომჟღავნებაც შეუძლია. მონაცემები ასევე გამოსადეგია შორეული გალაქტიკური გროვების შესწავლის დროს – ასტრონომთა აზრით, კოსმოსში გალაქტიკების შეჯახება იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს.

httpv://www.youtube.com/watch?v=a7tWvuzqKs4&feature=player_detailpage

გალაქტიკის სპირალური მკლავები.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.