ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა, ადრე აღმოჩენილი ერთ-ერთი ეკზოპლანეტა შეიძლება უზარმაზარი ალმასი აღმოჩნდეს.
55 Cancri e – ეკზოპლანეტა, რომლის დიამეტრი ორჯერ მეტია დედამიწისაზე, ხოლო მასა 8-ჯერ მეტი. ამგვარად, ის ე.წ. სუპერდედამიწების რიცხვს მიეკუთვნება, კიბოს თანავარსკვლავედში, ვარსკვლავ 55 Cancri-ის გარშემო ბრუნავს. ეკზოპლანეტა ამერიკელმა ასტროფიზიკოსებმა 2004 წელს აღმოაჩინეს. მათ დოპლერის სპექტროსკოპია გამოიყენეს. თუმცა ამ მეთოდით ვერ ხერხდება მასისა და რადიუსის ზუსტი მონაცემების დადგენა. მოგვიანებით, 2011 წელს, ორბიტალურმა ტელესკოპმა MOST-მა ამ ეკზოპლანეტის ტრანზიტები აღმოაჩინა თავის ვარსკვლავზე. ამით, ხსენებული პარამეტრების ზუსტი მაჩვენებლების დადგენა გახდა შესაძლებელი.
იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, სწავლობდნენ რა ინფორმაციას ამ პლანეტის დიამეტრის შესახებ, მასასა და ორბიტალურ სიჩქარეს, კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელიც პლანეტის დემონსტრირებას მისი სხვა და სხვა ქიმიური შემადგენლობით ახდენს. საბოლოოდ დადგინდა, რომ სუპერდედამიწის ყველაზე უფრო შესაძლო შემადგენელი ასეთია: სილიციუმის კარბიდი, ნახშირბადი და სილიკატების გარკვეული რაოდენობა. პლანეტის მესამედს ალმასები იკავებენ.
_კვლევის წამყვანი ავტორი ნიკუ მადჰუსუდჰანი აღნიშნავს: ”ეს, პლანეტის შიდა სტრუქტურის შესწავლის პირველი მცდელობაა, რომელსაც დედამიწისაგან სრულიად განსხვავებული ქიმიური შემადგენელი აქვს. სავარაუდოდ, პლანეტის ზედაპირი გრაფიტისა და ალმასის ფენებითაა დაფარული… ბევრი მათგანი დედამიწისეულებს ჰგვანან… დიდ სიღრმეზე ალმასები გამდნარ მდგომარეობაშიც შეიძლება იყოს”.
ადრე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ამ პლანეტაზე წყლის დიდი რაოდენობაა. მადჰუსუდჰანის ჯგუფმა ეს ვერსია უარყო, იმაზე დაყრდნობით, რომ ეკზოპლანეტა ძალიან ახლოსაა თავის ვარსკვლავთან.
ალმასის ეგზოპლანეტა
Posted by