სატურნის ფოტოები რგოლების მკაფიო კონტურებით ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ. რგოლები ყინულისა და მტვრისგან შემდგარი თხელი კონცენტრული წარმონაქმნებია, რომლებიც პლანეტის ეკვატორულ ნაწილში მდებარეობენ.
პლანეტა გიგანტის რგოლების სისტემა ასტრონომთათვის თავისებური თავშესაქცევი გამოცანაა, რომლის ამოსახსნელად ისინი ათასგვარ ჰიპოთეზებს იგონებენ. ბოლოს წარმოდგენილი ჰიპოთეზის მიხედვით, სატურნის რგოლები მის მიერ თავისივე მთვარეების შთანთქმის შედეგად გაჩნდნენ. ისინი მილიარდობით წლის წინ ჯერ კიდევ ახლად ჩამოყალიბებული გაზური გიგანტის გარშემო ბრუნავდნენ. შესაძლებელია, რომ სატურნის ფორმირების მერე, დაახლოებით 4,5 მილირდი წლის წინ, მზის სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპებზე, სატურნის გარშემო რამდენიმე დიდი თანამგზავრი მოძრაობდა, რომლებიც მთავრეზე დიდები იყვნენ.
თანდათანობით, გრავიტაციული ზემოქმდების შედეგად, ეს თანამგზავრები ერთმანეთის მიყოლებით პლანეტის სიღრმეებში ეშვებოდნენ. დღევანდელ დღემდე მხოლოდ ტიტანი შემორჩა. ტოვებდნენ რა თავიანთ ორბიტებს, ეს თანამგზავრები პლანეტისკენ სპირალური ტრაექტორიებით მოძრაობდნენ, იშლებოდნენ და ქრებოდნენ, რის მერეც მათგან მსუბუქი, ყინულოვანი შემადგენელი რჩებოდა, ხოლო მძიმე მინერალები პლანეტამ შთანთქა. ყინულის ნარჩნებს სხვა თანამგზავრები იზიდავდნენ და ციკლი ისევ მეორდებოდა. როცა სატურნმა მკვირვ ბირთვიანი, გიგანტურ ყინულოვან სფეროდ ქცეული, უკანასკნელი თანამგზავრიც მიიერთა, სატურნის გარშემო ყინულოვანი ღრუბელი წარმოიქმნა. ამ ღრუბლის ფრაგმენტებს 1 დან 50 კილომეტრამდე დიამტერი ჰქონდათ, მათ პირველადი რგოლი წარმოქმნეს. მასით იგი თანამედროვე რგოლების სისტემას 1000-ჯერ აღემატებოდა, თუმცა შემდგომი 4,5 მილირდი წლის განმავლობაში, ყინულები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ქუცმაცდებოდნენ. ამასთან ერთად ნაწილეკების დიდი ნაწილი პლანეტამ შთანთქა, ზოგიც დაიკარგა ურთიერთქმედებით ასტეროიდებთან და კომეტებმთან, რომლებიც ასევე ხდებოდნენ ხოლმე პლანეტის გრავიტაცის მსხვერპლი.