ასტრონომებმა, ორბიტალური ტელესკოპის – ”ჰერშელი”, საშუალებით, ”მიწიერი” წყალი პირველად აღმოაჩინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი ევროპის კოსმოსური სააგენტოს საიტზე.
ცნობილია, რომ ფორმირების დროს, დედამიწა სრულიად მშრალი იყო – მზესთან სიახლოვე წყლის ორთქლის ყინულად გადაქცევის საშუალებას არ იძლეოდა, რომელიც ახალგაზრდა პლანეტის შემადგენლობაში შესვლას შეძლებდა. ანუ ოკეანეები, რომლებიც დედამიწის ზედაპირის მინიმუმ ორ მესამედს ფარავს, პლანეტაზე მისი ფორმირების მერე გაჩნდა(ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა).
NASA-ს აპარატმა სახელად Deep Impact, საკმაოდ ახლოს ჩაუფრინა, კოსმოსური მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ(700 კილომეტრი), კომეტა ჰართლი-2-ს(სექტემბერში მათ 60 მილიონი კილომეტრი აშორებდა). მიახლოების დროს აპარატმა უამრავი ფოტო გადაიღო, რომლებსაც ასტრონომები ახლაც იკვლევენ. დადგინდა, რომ ჰართლი-2-დან ორთქლდება ნახშირმჟავა გაზი და არა გაყინული წყალი, ასევე ის, რომ მისი ზედაპირიდან კოსმოსში ციანიდები იფრქვევა.
ხსენებული წყლის მთავარ გადამტანებად ასტრონომები ყოველთვის კომეტებს მიიჩნევდნენ. თუმცა, მიღებული მონაცემები ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა – კომეტურ ყინულში წყალბადის იზოტოპების, დეითერიუმისა და თრითიუმის თანაფარდობა, ოკეანის წყალში იგივე ელემენტებს შორის არსებულ თანაფარდობაზე ორჯერ მეტი იყო. ამის გამო, ყველაფერთან ერთად, გაჩნდა ჰიპოთეზები იმის შესახებ, რომ დედამიწაზე წყლის 90% ასტეროიდებმა შემოიტანეს და არა კომეტებმა.
ახალი კვლევის ობიექტი, 1986 წელს აღმოჩენილი კომეტა ჰაერთლი-2 გახდა. ორბიტალურ ”ჰერშელზე” დამონაჟებული სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც ამ დროისათვის წყლის აღმოსაჩენი ყველაზე მგრძნობიარე ინსტრუმენტია, მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ იზოტოპთა თანაფარდობა ჰართლი2-ის ყინულში.
კომეტა ჰართლის მოძრაობის სქემა და ”ჰერშელით” მიღებული სხვა მონაცემები( ESA/AOES Medialab; Herschel/HssO Consortium).
აღმოჩნდა, რომ ეს თანაფარდობა 1,61×10-4-ს უტოლდება, მიწიერი წყლისთვის კი 1,59×10-4. შედარებისთვის, ოორტის ღრუბლის წევრ ხუთ კომეტაზე ეს მონაცემი 2,96×10-4-ის ტოლია, ხოლო ტიპიურ მეტეორიტ-ხონდრიტებში 1,4×10-4. მკვლევართა თქმით, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ობიექტთა კლასს(ჰართლი-2 კოიპერის სარტყელიდანაა), რომლებიც დედამიწაზე ოკეანეების გაჩენაზე არიან პასუხისმგებელნი.
კოიპერის სარტყელში ასტრონომებისთვის ცნობილი ათასამდე ობიექტია, კომეტებისა და ასტეროიდების მაგვარი გაყინული სხეულები, ასევე ჯუჯა პლანეტები. მთლიანობაში, მათი რაოდენობა ათასზე გაცილებით მეტია(ილუსტრაცია Don Dixon/cosmographica.com).
herschel(ESA).
ტელესკოპი ”ჰერშელი”, ამ კვლევის მთავარი ინსტრუმენტი, ორბიტაზე 2009 წლის 14 მაისს გაიყვანეს, ფრანგულ გვიანაზე არსებული კოსმოდრომიდან. აპარატის მთავარი სარკის დიამეტრი 3,5 მეტრია, ”ჰაბლისაზე” 1 მეტრით მეტი, თუმცა ის, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მხოლოდ ინფრაწითელ და სუბმილიმეტრულ დიაპაზონებში მუშაობს.