”ცნობისმოყვარე” მარსზე დაჯდა!!!

კოსმოსური აპარატი MSL(ცნობისმოყვარე) 6 აგვისტოს დილას მარსზე დაეშვა. ნასას საიტზე მიმდინარეობდა დაშვების პირდაპირი რეპორტაჟი. აპარატი გეილის კრატერში დაჯდა.

  MSL-ი 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს. ის ყველაზე დიდი რობოტიზირებული აპარატია მარსის კვლევის ისტორიაში – მისი მასა 900 კილოგრამს შეადგენს.

 
ეს პირველი ფოტოა, რომელზეც მარსის გრუნტი და გეილის კრატერი ჩანს.

 მისი ერთ-ერთი მთავრაი ამოცანაა – გრუნტის ქიმიური ანალიზი ზედაპირზე და უფრო ღრმადაც. მის ინსრუმენტებს შორისაა მასსპექტრომეტრი, გაზების ქრომატოგრაფი, რენტგენული სპექტრომეტრი, რუსეთში აწყობილი ნეიტრონების დეტექტორი DAN, რომელიც მიწისქვეშა ყინული ძებნისათვისაა განკუთვნილი.

MRO-ს ბორტიდან გადაღებული ”ცნობიმოყვარეს” პარაშუტით დაშვება.

   გეილის კრატერი 160 კილომეტრის მქონე წარმონაქმნია, რომლის ცენტრში გრუნტის მრავალკილომეტრიანი ნაყარი ჩანს. ახალი მარსმავლის დასაშვებ ადგილად ის იმიტომ აირჩიეს, რომ მეცნიერთა აზრით, კრატერში დალექილი ქანები შორეულ წარსულში იქ წყალმა მიიტანა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.