პლანეტათა წყვილის აღმოჩენა „კეპლერი“-ით უკვე მიღებული მონცემების ანალიზით მოხერხდა, მათზე ახალი ალგორითმის გამოყენებით. დიდი პლანეტა Kepler-36с-ეს ძირითადი სიგნალის გარდა, ალგორითმმა უფრო პატარა პლანეტის არსებობაც გამოავლინა.
პატარა პლანეტა შემადგენლობით დედამიწას ჰგავს, ოღონდ 4,5-ჯერ მძიმეა მასზე. მასის მესამედი რკინაზე მოდის, ერთი პროცენტი კი ატმოსფერულ წყალბადზე და ჰელიუმზე, ნივთიერებათა თხუთმეტ პროცენტი კი წყალზე.
მეზობელი Kepler-36с, სუპერდედამიწას დაშორებულია მანძილით, რომელიც სულ რაღაც ხუთჯერ მეტია მანძილზე დედამიწიდან მთვარემდე. ამ პლანეტათა ორბიტები მხოლოდ 10%-ით განსახვავედებიან ერთმანეთისგან, თუმცა, ასტრონომტა თქმით, ერთმანეთთან შეჯახება მათ არ ემუქრებათ. Kepler-36с ჩვენს პლანეტაზე რვაჯერ მძიმეა, თავისი გაზური შემადგენლობით ის ნეპტუნს უფრო წააგავს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ასე ახლოს მყოფ პლანეტებს რატომ აქვთ ასეთი განსხვავებული ქიმიური შემადგენობა.
ორბიტალური ობსერვატორია „კეპლერი“-ს ძირითადი მისია ეკზოპლანეტების, მათი ვარსკვლავების ელვარების უმცირესი ცვლილებით, აღმოჩენაა. თუ ასეთ დაკვირვებებში პერიოდულობა შეინიშნება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს, ვარსკვლავის თავისივე პლანეტით დაჩრდილვის გამო ხდება, როცა ის ორბიტაზე მოძრაობისას დამკვირვებელსა და ვარსკვლავს შორის ექცევა ხოლმე(ტრანზიტი).(ერთი პალნეტისგან ორი).