ასტეროიდებისგან დედამიწის დასაცავად მეცნიერებმა მზის ბატარეებზე მომუშავე ლაზერებით აღჭურვილი თანამგზავრების გამოყენების გეგმა წარმოადგინეს. მათი ჩანაფიქრის მიხედვით, ლაზერები საშიში ციური სხეულების ტრაექტორიას მათი ზედაპირიდან მატერიის ნაწილის აორთქლებით შეძლებენ(1;2).
მეცნიერები ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად ლაზერული აბლიაციის მეთოდის გამოყენებას აპირებენ – მყარი სხეულის ზედაპირიდან ნივთიერების მოშორება აორთქლებით ან სუბლიმაციით(აგრეგატურლი მდგომარეობის შეცვლა შუალედური მდგომარეობის გამოტოვებით). ვარაუდის მიხედვით, ასტეროიდის ერთ მხარეზე მრავალი ლაზერული სხივის ფოკუსირებით, შესაძლებელი იქნება ნივთიერების აფეთქებითი აორთქლება, რომელიც ციურ სხეულის საჭირო მიმართულების რეაქტიულ იმპულსს მისცემს.
ადრე ითვლებოდა, რომ საჭირო იმპულსის მისაღებად ძალიან მძლავრი ლაზერის გამოყენება იქნებოდა სჭირო, რომელსაც ენერგიით ატომური რეაქტორი მოამარაგებდა. მისი შექმნა და ორბიტაზე გაყვანა ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ასეთი ლაზერი ძალიან მასიური იქნება და გაცივების რთული სისტემა დასჭირდება.
ახალი ნამუშევრის ავტორები ამტკიცებენ, რომ ერთი მასიურის მაგივრად მცირე და მრავალრიცხოვანი ლაზერების გამოყენება უფრო რაციონალურია, რადგან დამხმარე მოწყობილობების წილი მათ საერთო მასაში გაცილებით მცირე იქნება. ეს კი უფრო ეფექტური გაცივებისა და ატომური ენერგიის წყაროს მზის ენერგიით შეცვლით აიხსნება.
ადრე ჩინელმა მეცნიერებმა ასტეროიდების ტრაექტორიის შესაცვლელად მზიური იალქანის გამოყენების სქემა წარმოადგინეს – იალქანზე მზის ქარის ზემოქმდებით აპარატი აჩქარებას იღებს, შემდეგ საშიშ ასტეროიდს ეჯახება და მის ტრაექტორიას ცვლის.
ასტეროიდი აპოფიზი, რომელიც ამჟამად ტრაექტროიის შეცვლის მიზნით ყველაზე უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, დედამიწასთან ახლოს 2029 წელს გაივლის, რის შემდეგაც საშიში ტრაექტორიით 2036 წლისთვის შეიძლება დაბრუნდეს. მისი დიამტერი 270 მეტრია, მასა 27 მილიონი ტონა. დედამიწასთან შეჯახების ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა ტრაექტორიის შეზღუდული სიზუსტის მონაცემები არც შეჯახებას გამორიცხავენ(იკარუსი).