ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ ორი გალაქტიკა ერთმენეთთან ვარსკვლავთშორისი გაზებით არის დაკავშირებული.
ლაპარაკია ანდრომედაზე(M31) და გალაქტიკაზე სამკუთხედში(М33). პირველი მათგანი გამოსახულებაზე მარჯვნივ ჩანს, ხოლო მეორე მარცხნივ.
ასტრონომთა აზრით, უზარმაზარი ხიდი, შემდგარი ვარსკვლავთშორისი გაზებისგან, ჯერ კიდევ რამდენიმე მილიარდი წლის წინათ გაჩნდა და ახლაც არსებობს.
მეცნიერებმა ეს ხიდი რადიოდიაპაზონში ტელესკოპ გრინ-ბენკით აღმოაჩინეს(Green Bank Telescope). ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მთლაინად მოტრიალებადი პარაბოლური რადიოტეკლესკოპია. ის გრინ-ბენკში მდებარეობს(დასავლეთი ვირჯინია, ა.შ.შ.) და ნაციონალურ რადიოასტრონომულ ობსერვატორიას ეკუთვნის.
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ გაკლაქტიკების შემაერთებელი ხიდი, ძირითადათ წყალბადისაგან შედგება.
„ამ გაზის თავისებურებები იმაზე მიუთითებენ, რომ გალქტიკებმა შორეულ წარსულში ერთმანეთთან ძალიან ახლოს გაიარეს. ამ გალაქტიკათშორისი ხიდის შესწავლა ორივე გალაქტიკის ევოლუციის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება“ – ამბობს ჯეი ლოკმენი(Jay Lockman) ნაციონალური რადიოასტრონომული ობსერვატორიიდან.