უცნაური ღრმულები მერკურიზე

რას წარმოადგენენ მერკურის ზედაპირის ეს უცნაური წარმონაქამნები? ამ ღრმულთა მოცისფრო ელფერი, გადაღებული ავტომატური კოსმოსური თნამგზავრით –მესენჯერი, სპეციალურად იქნა გაძლიერებული. მრგვალი ჩაღრმავებები კრატერებს არ ჰგვას და მსგავსი არაფერი არ არის ნანახი არც მთვარეზე და არც არსად მზის სისტემაში. ამ ფოტოზე, დარტყმით გჩენილი 40 კილომეტრიანი კრატერის ნაწილია გამოსახული, მისი მთლიანი წარმონქმნების ჩათვლით. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ღრმულები შეჯახების მერე, ზედაპირზე მოხვედრილი და სწრაფად გაცხელებული ნივთიერების ამ ღრმულებიდან სუბლიმაციით(სხვა აგრეგატულ მდგომარეობაში გადასვლა შუალედურის გამოტოვებით. მაგალითად, ყინულის ორთქლად გარდაქმნა თხდევადი მდგომარეობის გამოტოვებით) წარმოიქმნა. ნასას მიერ შექმნილი აპარატი ”მესენჯერი” პირველი ხელოვნური თანამგზავრია, რომელიც მერკურის ორბიტაზე მოძრაობს. გეგმის მიხედვით, ის მზის სისტემის ყველაზე უფრო შიდა პლანეტას 2013 წლის ბოლომდე გამოიკვლევს.


 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.