ადამიანის ორგანიზმი მის გარემომცველ სივრცესთან მჭიდროდაა დაკავშირებული, გარემოს ყველა ქიმიურ თუ ფიზიკურ ფაქტორებზე, დედამიწიდან დაწყებული, ახლო კოსმოსით დამთავრებული.
ცოცხალ ორგანიზმს ადაპტაციის(შეგუება) მაღალი უნარი გააჩნია და უკიდურესად მგრძნობიარეა გარემომცველ სივრცეში მომხდარი ცვლილებების მიმართ. ეს მგრძნობელობა იმდენად დიდია, რომ ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს.
კვლევები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის რეაქციას სწავლობს, სუსტი და ზესუსტი მაგნიტური, ელექტრული, ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველების მიმართ, მეცნიერთა დიდ ნაწილში უნდობლობას იწვევს.
მათი სკეპტიციზმი გასაგებიცაა, რადგან ის ასეთ ახსნას ეფუძნება: შეიძლება ვაღიაროთ ბიოლოგიური როლი ჰელიო–გეოფიზიკური ფაქტორებისა ცოცხალ ორგანიზმებზე, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მათ ფართო ადაპტაციურ შესაძლებლობებს, ამ სუსტი ველების ცვლილებები შეიძლება უგულვებელვყოთ. ადამიანის ორგანიზმი არ შეიძლება იყოს დაპროგრამებული ისე, რომ უმცირეს ჰელიო-გეოფიზიკურ ცვლილებებზე მოახდინოს რეაგირება, რომლებიც განუწყვეტლივ ხდება…
თუმცა, არსებობს ამ მოსაზრების საწინააღმდეგო ფაქტებიც: არის რა თავისებური „ღია-ჩაკეტილი“ სისტემა, ცოცხალი ორგანიზმი მგრძნობიარეა მისი გარემომცველი ბუნებრივი ველების ცვლილებების მიმართ, რადგან ის ამ გარემოში ცოცხლობს და ველები მასზე ზემოქმედებას ახდენს. ფიზიკური ველები ენდოგენური რიტმის გარე სინქრონიზატორების როლს თამაშობენ, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი.
გარემო, ცოცხალ ორგანიზმებზე მრავალფეროვან ზემოქმედებას ახდენს, ამიტომ ძალიან ძნელია გამოიყოს ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა მოქმედება დანარჩენებზე უფრო მეტადაა დამოკიდებული ორგანიზმების ნორმალურ ფუნქციონირებაზე(სუპერსავსე მთვარეობა).