ავსტრალიელი ასტრონომების მიერ აღმოჩენილმა გალაქტიკამ ასეთი სახელი მიიღი – LEDA 074886(arXiv.or).
ის დედამიწიდან დაახლოებით 70 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ჯუჯების კლასს ეკუთვნის და სრულფასოვანი გალაქტიკის – NGC 1407, თანამგზავრია. აღმოჩენა 8 მეტრიანი სარკის მქონე „სუბარუთი“ მოხერხდა. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გალაქტიკის ფორმა უკიდურესად უცნაურია. თავიდან, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ LEDA 074886-ის უჩვეულო ფორმა მეზობელ გალაქტიკასთან გრავიტაციული ურთიერთქმედებით იყო განპირობებული. ახლოსმდებარე გალაქტიკების ანალიზით დადგინდა, რომ ეს, სხვა ჯუჯა გალაქტიკასთან შერწყმის გამო მოხდა.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი და ანდრომედას გალაქტიკების ურთიერთ ორიენტაცია შეჯახების დროს, რომელიც 3 მილიარდი წლის მერე მოხდება, შეიძლება ისეთი იყოს, რომ ჩვენც ოთხკუთხა ფორმის გალაქტიკაში აღმოვჩნდეთ(თუ იმ დროისათვის კაცობრიობა კიდევ იარსებებს)” – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ალისთერ გრეჰემი.
გალაქტიკების შერწყმით სრულიად უჩვეულო ფორმის ობიექტები შეიძლება ჩამოყალიბდეს. მაგალითად, 2012 წლის თებერვალში, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა გალაქტიკების მცირე შერწყმის კვალი აღმოაჩინა. მაშინ, NGC 4449–თან ახლოს, NGC 4449B აღმოაჩინეს. რადგან ერთი საკმაოდ პატარა იყო მეორეზე, ამ პროცესს მცირე შერწყმა უწოდეს.