იაპონიის მიწისძვრის მუსიკა

 ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა Zhigang Peng-მა
მძლავრი მიწისძვრის სეისმოგრაფული მონაცემები, რომელიც 2011 წელს იაპონიააში მოხდა, აუდიოჩანაწერად გადააქცია და Youtube-ზე ატვირთა.
პროფესორისა და მისი თანამშრომლების ნამუშევარი ჟურნალ Seismological Research Letters-ში გამოქვეყნდა, ხოლო ვრცლად ინსტიტუტის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.
იმისათვის, რომ მიწისძვრის ხმა გაეგონათ, სესმოლოგებმა ჩანაწერების მოსმენის სიჩქარე ხმოვანი მგერების სიხშირემდე გაზარდეს. ეპიცენტრთან ახლოს გაკეთებულ ჩანაწერებზე მთავარი დარტყმის ხმა შეგვიძლია გავიგონოთ, რომელსაც ბატიბუტის გასკდომის ხმისმაგვარი ავთერშოკების სერია მოყვება. ისმის, თუ როგორ იცვლება სეისმური რხევების სიშირე დროსთან ერთად.
 კალიფორნიაში გაკეთებულ ჩანაწერებში, ეპიცენტრიდან ათასეულობით კილომეტრით შორს, ჯერ იაპონიის მიწისძვრის ხმა ისმის, ხოლო შემდეგ უფრო მაღალი სიშირის ხმაური, გამოწვეული კალიფორნიის ტექტონიკური ბზარების მოძრაობით, რაც იაპონიიდან გავრცელებულმა ბიძგმა გამოიწვია.
httpv://www.youtube.com/watch?v=q1wg2IbA0oo

 9 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც იაპონიის სანაპიროსთან 2011 წლის 11 მარტს მოხდა, უძლიერესად ითვლება იაპონიის სეისმოაქტივობის ისტორიაში, მეოთხედ მსოფლიოში, 1900 წლიდან დაწყებული. მან ძლიერი ცუნამი გამოიწვია, რომლის სიმაღლე 3 დან 40 მეტრამდე იყო. დაიტბორა სანაპიროს დიდი ნაწილი, ავარია მოხდა ფიკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე(რადიაცია), შეფერხდა სხვა ა.ე.ს-ების მუშაობაც. ეს მიწისძვრა ისტორიაში ყველაზე უფრო დოკუმენტირებულად შეიძლება ჩაითვალოს. ბიძგები მთელი მსოფლიოს ათასობით სეისმოსადგურმა ჩაწერა. ყველა ჩანაწერი მაშინვე ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს ყველა მეცნიერთათვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.