ნეიტრინოს ზესიჩქარით მოძრაობის საკითხი დახურულია

 ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრმა(CERN) ნეიტრინოების ზესიჩქარით მოძრაობის საკითხი საბოლოოდ დახურა, როგორც მოსალოდნელი იყო ეს ნაწილაკი ელექტრომაგნიტურ ტალღებზე სწრაფად არ გადაადგილდება.

შეცდომა ოპტიკურ კაბელს დააბრალეს… OPERA-ს ხელმძღვანელი ანტონიო ერედიტატო კი გადადგა… 

არქივი

 OPERA-ს მეცნიერთა ჯგუფმა გაიმეორა ექსპერიმენტი და ადრე მიღებული სენასაციური შედეგები დაადასტურა. ახალი მონაცემების მიხედვით, ნეიტრინოებმა 730 კილომეტრიანი დისტანცია სინათლეზე 57 ნანოწამით სწრაფად გაიარეს.

 2011 წლის სექტემბრის ბოლოს კოლებორაცია OPERA -ს ფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ ნეიტრინოების ოსცილაციის კვლევის დროს, სიჩქარის გაზომვისას, ნაწილაკის მიერ სინათლის სხივის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით მოძრაობის ფაქტი დააფიქსირეს. ამ მეცნიერთა შეფასებით, ნეიტრინოებმა 730 კილომეტრიანი დისტანცია ცერნის ამაჩქარებლიდან(შვეიცარია) გრან-სასოს(იტალია) გვირაბში მყოფ მიწის ქვეშა დეტექტორამდე, საშუალოდ, გამოთვლილზე 60 ნანოწამით ადრე დაფარეს.

ექსპერიმენტ OPERA-ს მიმდინარეობის დროს, ცერნში პროტონულ სუპერსინქროტრონზე 400 გიგაელექტრონვოლტამდე აჩქარებულ პროტონებს, გრაფიტის სამიზნეს ახვედრებენ, რაც მეზონების და კაონების წარმოქნას იწვევს. შემდეგ ნაწილაკები კილომეტრიან ვაკუუმურ მილში მიფრინავენ და დაშლის პროცესში ნეიტრინოებს ასხივებენ, ეს უკანასკნელნი კი დედამიწის სქელი ფენების გავლით, აქედან 730 კილომეტრის მანძილზე მყოფ გრან-სასოს ტუნელისკენ მიემართებიან, სადაც მათ დეტექტორი ხვდება.

სიჩქარის დასადგენად საჭიროა მანძილის და დროის დადგენა, რომელიც ნაწილაკებს ამ მანძილის გასავლელად დასჭირდათ. დეტექტორმადე მანძილი 20 სანტიმეტრის სიზუსტითაა დადგენილი, ხოლო ნეიტრინოების მოსვლა 10 ნანოწამის სიზუსტით. გამოიყენეს რა ასეთი გაშუალედებული მონაცემები 16 000 ნეიტრინოსთვის დაადგინეს, რომ ის სინათლის სიჩქარეს 60 ნანოწამით აჭარბებს, ამჟამად ეს მონაცემი 57 ნანიწამამდეა კორექტირებული.

პირველ ექსპერიმენტში მეცნიერებმა 10 მიკროწამიანი პროტონული იმპულსები გამოიყენეს, კონების 5 ნანოწამიანი პერიოდებით. მეორე ექსპერიმენტში კი უფრო მცირე, 1-2 ნანოწამიანი იმპულსები 500 ნანოწამიანი პაუზებით, რათა მირებული ყოფილიყო ნეიტრინული ტალღის უფრო ”მკაფიო” ფრონტი, შესაძლებელი შეცდომების გამოსარიცხად(ნეიტრინო სინათლეზე სწრაფად მოძრაობს?!)(ნეიტრინოების ზესისწრაფეში GPS დაადანაშაულეს.)(სინათლეზე სწრაფი ნეიტრინოები და გამა-ანთება.)(ნეიტრინო.).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.