თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელითაც წარმოადგინეს ზეგამტარის წარმოუდგენელი თვისებები – კვანტური ჩაჭერა (quantum trapping) და კვანტური ლევიტაცია. ფიზიკოსებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ იქცევა ზეგამტარი სხეული მაგნიტურ ველში განსხვავებული პირობების დროს.
კვანტური ჩაჭერის დროს, განსხვავებით მაგნიტის ლივლივისა ზეგამტარის თავზე (ან პირიქით), დაკიდებული სხეული შეიძლება გავწიოთ, გადავხაროთ, ავწიოთ ან დავწიოთ და მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩება ხელის გაშვების მერეც (Guy Deutscher, Boaz Almog/ Superconductivity group, Tel Aviv University).
ებრაელებმა თავიანთი ზეგამტარი დისკო საფირონის კრისტალებისგან შექმნეს (გამოყენებულ იქნა 0,5 მილიმეტრიანი ფირფიტები), რომელიც 1 მიკრომეტრის სისქის ზეგამტარი კერამიკის ფენით დაფარეს (იტრიუმ ბარიუმ სპილენძის ოქსიდი YBa2Cu3O7). ეს მასალა ზეგამტარ მდგომარეობაში -185 °C ტემპერატურამდე გაცივების დროს გადადის, რისთვისაც თხევად აზოტს იყენებენ. მიღებული დისკო პლასტმასშია ჩასმული.
მუდმივ მაგნიტურ ველში მოხვედრილ გაცივებულ დისკოში, მაგნიტური ველის ზოგიერთი ძალწირი გადის – ამ ადგილებში წარმოიქმნება ე.წ. ნაკადური მილები ( flux tubes). ყოველი ასეთი მილის შიგნით, ზეგამტარობა ლოკალურად ირღვევა, მასალის დაბალ ტემპერატურამდე გაცივების მიუხედავად.
ჩვეულებრივი მაგნიტური საკიდისგან განსხვავებით, რომელიც მაგნიტების პოლუსების მდებარეობის მიხედვით მიზიდვა-განზიდვაზე მუშაობს, კვანტური ლევიტაციისთვის სულ ერთია ძალწირების ურთიერთ ორინეტაცია და სიმძიმის ძალა: როგორც არ უნდა ვატრიალოთ ურთიერთდაკავშირებული ზეგამტარი-მაგნიტი, ისინი ყოველთვის ერთად რჩებიან და ურთიერთ განლაგებას არ იცვლიან (კიდევ კვანტური მექანიკის შესახებ).
httpv://www.youtube.com/watch?v=VyOtIsnG71U&feature=player_embedded
httpv://www.youtube.com/watch?v=1gMMM62NC-4
ძალიან მომეწონა,ამ პერიოდში დავინტერესი კვანტური ლევიტაციით.