ნასა, ბნელ მატერიაზე მონადირე ორბიტალური ტელესკოპისთვის – EUCLID, 20 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს, ოღონდ ამერიკელებისვე ეგიდით, პროექტით WFIRST(ფართო კუთხიანი ხედვის ინფრაწითელი ტელესკოპი), იუწყება ასტროფიზიკოსთა გუნდი.
ნაციონალური კვლევითი საბჭოს კომიტეტმა, რომელიც აფასებს ა.შ.შ-ს მონაწილეობის გეგმას პროექტ „ევკლიდში“, ნოემბერს ნასას სთხოვა გაერკვია, შეძლებს თუ არა ეს მისია დაეხმაროს WFIRST-ს ზოგიერთი ამოცანის გადაჭრაში. ევროპის კოსმოსურ სააგენტოს(ЕSА) სურს, რომ ევკლიდისთვის ნასამ მიაწოდოს ინფრაწითელი სკანერები ამ ტელესკოპთან მომუშავე 12 კაციან ჯგუფში ამერიკელების შეყვანის სანაცვლოდ, მათ შორის მონაცემებზე თავისუფალი წვდომის ჩათვლით.
ЕSА აღნიშნავს, რომ თუ ა.შ.შ-ს უნდა მონაწილეობის მიღება, შესათანხმებელ მემორანდუმზე მაისის შუა რიცხვებამდე უნდა მოხდეს ხელის მოწერა.
გუნდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ევკლიდი“ ბნელი მატერიის კვლევით იქნება დაკავებული, რაც მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება მომავალი ათეული წლების განმავლობაში, ის ვერ შეცვლის WFIRST-ს. ЕSА-ს წარმომადგენლის თქმით, „ევკლიდი“ არ არის WFIRST-ის უფრო ფართო მიზნებისთვის საკმარისი, ის არ მიისწრაფის ისეთი ამბიციური მიზნებისკენ ბნელი მატერიის კვლევის საქმეში, როგორც WFIRST-ი.
იანვრის შეხვედრაზე ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ „ევკლიდის“ სპონსორობამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს WFIRST-ზე, მაშინ როცა ა.შ.შ-ს სამთავრობო სტრუქტურები დანახარჯების შემცირებას ითხოვენ.
„ევკლიდის“ გაშვება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი, ევროპიზირებული რაკეტის „სოიუზის“(რუსეთი) საშუალებით. ЕSА-ს სურს, თუმცა არ ითხოვს ა.შ.შ-გან პროექტში მონაწილეობის მიღებას. WFIRST-ი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა სახაზავი დაფიდან და 2025 წლამდე ვერ დაიწყებს მუშაობას, ამბობს ნასას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასტროფიზიკოსი პოლ ჰერცი.