მყვინთავები ცდილობენ გაარკვიონ, რა ობიექტები აღმოაჩინეს ბალტიის ზღვის ფსკერზე.
ამ მომენტისთვის, პროფესიონალი მყვინთავი, პიტერ ლინდბერგი და მისი კოლეგები მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ, გაარკვიონ თუ რა ობიექტები დააფიქსირა რადარმა ბალტიის ზღვაში ფინეთსა და შვედეთს შორის. უცნაური დიდი დისკოს ფორმის ობიექტები ერთდროულად არ აღმოუჩენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ფსკერზე ისინი ერთმანეთთან ახლოსაა. პირველი ობიექტი, 2011 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მეორე კი ახლახანს. 90 მეტრის სიღრმეზე მდებარე ობიექტების დიამეტრები იდენტურია – 60 მეტრი. სამწუხაროდ, რადარით აღმოჩენილი ობიექტების გამოსახულების ხარისხი მათი იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლევა.
„ჩვენ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა ვიპოვეთ“- ამბობს ლინდბერგი.
ამჟამად, მყვინთავებს კვლევის გასაგრძელებელი თანხები არ გააჩნიათ, თან არავინ იცის რა დახვდებათ ფსკერზე, ისინი ხომ განძის მაძიებლები არიან. ასეთ სიღრმეზე ჩასასვლელად კი წყალქვეშა ნავის დაქირავებაა საჭირო. ინფორმაციამ მასმედიაში უკვე გაჟონა და იქნებ გამოჩნდეს კიდეც ვინმე, ვინც ამ ობიექტების კვლევით დაინტერესდება.
არქივიდან
ცოტა ფანტაზია და ამ ობიექტში „ვარსკვლავური ომების“ კოსმოსური ხომალდი შეიძლება ამოვიცნოთ, თუმცა, ისიც კარგად ვიცით, თუ რა სურპრიზების მოწყობა შეუძლია ბუნებას. თუნდაც სახე მარსზე და იაპონური ატლანტიდა. განძზე მონადირეებმა 90 მეტრის სიღრმეზე იდეალურად მრგვალი ფორმის სტრუქტურა აღმოაჩინეს. ფსკერზევე ობიექტის დათვალიერება ჯერჯერობით ვერ შეძლეს. ამიტომაც აგორდა აღმოჩენის გარშემო სპეკულაციების ტალღა. მკვლევართა ჯგუფმა “ოუშენ ექსპლორერ” (Ocean Explorer. შვედეთი), ბალტიის ღვის ფსკერის სკანირება ჩაატარა, საუკუნეების წინ ჩაძირული გემების მოსაძებნად. ჯგუფის სამიზნეა ძვირფასი ნივთები, მაგალითად, შამპანურის და კონიაკის ბოთლები. ადრე ასეთმა „თხევადმა განძმა“ აუქციონზე გაყიდვით მის მფლობელს კარგი შემოსავალი მოუტანა. ამჯერად, ძველი ბოთლების ნაცვლად შვედებმა ფსკერზე უცნაური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელმაც მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო. როგორც Mail Online იუწყება, სონარმა 18 მეტრიანი მრგვალი ობიექტი დააფიქსირა.
შვედური ექსპედიციის მთავარი სამიზნეა – გემები, ჩაძირული პირველი მსოფლიო ომის დროს. ინიციატორებს აღარ ჰყოფნით სახსრები ფსკერის დაწვრილებით დასათვალიერებლად. შესაძლებელია, რომ საქმე ფინანსების მოზიდვაშია, იმიტომაც ატყდა აჟიოტაჟი ამ ამოუცნობი ობიექტის გარშემო.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პიტერ ლინდბერგმა განაცხადა, რომ არასოდეს უნახავს ასეთი რამ, თუმცა 18 წლიანი მუშაობის განმავლობაში ძალიან დიდი დრო გაატარა საზღვაო ჰიდროლოკატორით ზღვის ფსკერის თვალიერებაში.
„დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს“ – ამბობს ლინდბერგი: “ჩვენი ინტერესების სფეროს ეს ობიექტი არ წარმოადგენს, ზღვაში ყოფნის ყოველი საათი კი ძალიან ძვირი ჯდება. ეს შეიძლება უბრალო კლდე იყოს, ჩვენ კი არ შეგვიძლია დავხარჯოთ ფული, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ობიექტი საკუთარი თვალით დავათვალიეროთ, თუნდაც ეს ზღვის ფსკერზე მდგარი ახალი სთოუნჰენჯი აღმოჩნდეს“.
ნაგებობის გარდა, ზოგიერთის აზრით, ეს შეიძლება იყოს მოწმობა უცხოპლანეტელების ვიზიტისა დედამიწაზე. თვითონ ობიექტი 19 ივნისს აღმოაჩინეს, წვრილმანები კი შვედურმა ჯგუფმა ერთი თვის მერე გამოაქვეყნა. კერძოდ, მათ დადეს ვიდეორგოლი, რომელიც ექსპედიციის მუშაობისა და იდუმალი დისკოს ფორმის ობიექტის შესახებ მოგვითხრობს (ტექსტის ბოლოში).
ახლა უკვე, პირველაღმომჩენებთან ერთად, შვედურმა და უცხოურმა გაზეთებმა და რა თქმა უნდა ბლოგერება, ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე (ამო) დაიწყეს ლაპარაკი. თითქოს, „თეფშმა“ კატასტროფა განიცადა და ჩაიძირა. შვედების თქმით, უცნაური სტრუქტურის გარშემო დაღარული ფსკერი შეიმჩნევა, რაც მახვილი კუთხით დაცემის ან ისევ აფრენის მცდელობას მოგვაგონებს.
ვარაუდიმ რა თქმა უნდამ ძალიან მიმზიდველად ჟღერს. თუმცა ამ აზრის მტკიცებულების არანაირი ფაქტი არ არსებობს. ბუნებაში ბევრია წარმონაქმნი (კრატერები, კარსტული ღრმულები, კლდეები თუ გორაკები) პრაქტიკულად იდეალური მრგვალი ფორმით. ასე რომ, უნდა დაველოდოთ „ამო“-სთან წყალქვეშა აპარატის ჩაშვებას, თუ ამ ნაბიჯის გადასადგმელად საერთოდ მზად აღმოჩნდება ვინმე.