მზის სიტემის მოძრაობის მიმართულებისკენ კოლოსალური ზომების ცივი მტვრის ფენა დააფიქსირა(სურათი შედგენილია ინფრაწითელი დიაპაზონის სამ სხვა და სხვა სიხშირეზე).
გიგანტური მტვრის ძაფები დედამიწიდან 500 სინათლის წლითაა დაშორებული. ტალღის იმ სიგრძეზე, რომელზეც ”პლანკი” მუშაობს, ცივი მატერიის აღმოჩენა ადვილია. ამ მტვრის ზოგიერთი ფრაგმენტის ტემპერატურა 12-დან რამდენიმე ათეული კელვინია(0 კელვინებით -273,15 გრადუსია ცელსიუსით). ამ ეტაპზე უცნობია რა მექანიზმმა მისცა ამ ღრუბლებს ფორმა, შესაძლებელია მათ ფორმირებაში მონაწილეობდნენ როგორც გრავიტაციული ძალები ისე ვარსკვლავების მიერ ამოფრქვეული დამუხტული ნაწილაკების ნაკადი(პლაზმა) და მაგნიტური ველები.(შუაში ვარდისფერი ზოლი გალაქტიკური სიბრტყის ცხელი გაზებია).
წარმოადგენს თუ არა ეს მტვერი საშიშროებას დედამიწისთვის ჯერჯერობით უცნობია. დაკვირვება გრძელდება, რადგან მეცნიერებისათვის კვლევის საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორ ჩნდებიან ასეთი ცივი მტვრისა და გაზის გროვებისაგან ახალი ვარსკვლავები.