ჩვენი პლანეტის ღრუბლიანი წარსულის გარკვევას ესპანელი მეცნიერები ცდილობდნენ. მათ გადაწყვიტეს დაედგინათ, რამდენად კაშკაშა იყო დედამიწა ეპოქაში, როდესაც მის ზედაპირზე დინოზავრები დააბიჯებდნენ. მიღებული შედეგებით არა მარტო იმის გაგება შეიძლება, როგორ გამოიყურებოდა ჩვენი პლანეტა, არამედ იმისაც, თუ როგორი შეიძლება იყოს სხვა პლანეტების რელიეფები.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ღრუბელთა გროვები პლანეტის ზოგიერთი რეგიონის თავზე, იმის ვარაუდით, რომ განსხვავებული რელიეფების თავზე ღრუბლების ერთად შეგროვების ტენდენციაც განსხვავებულია, ან საერთოდ არ არის ღრუბლები. ”როცა ჩვენს პლანეტას უყურებთ, ხედავთ კონტინენტებისა და ღრუბლების განსაზღვრულ განლაგებას, თუმცა ეს არ იყო ყოველთვის ასე” – ამბობს ენრიკ პალე, კანარის კუნძულების ასტროფიზიკური ინსტიტუტიდან. დედამიწიდან მზის სხივების არეკვლის უნარის(ალბედო) შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ რა იმალება ეკზოპლანეტების ღრუბლიანი ატმოსფეროების ქვეშ. თავიანთ კვლევებში, მეცნიერებმა გამოიყენს მონაცემები, რომლებიც კლიმატის კვლევის პროგრამით მომუშავე (International Satellite Cloud Climatology Project) თანამგზავრმა 23 წლის განმავლობაში შეაგროვა. ღრუბლები, ჩვეულებრივ, თავიანთ ქვეშ წყლის საფარს მალავს(მდინარეები, ეკეანეები) ან უხვ მცენარეულ საფარს. უსიცოცხლო უდაბნოების თავზე ღრუბლები თითქმის არ არის. მეცნიერები ამბობენ, რომ წარსულში, ჩვენი პლანეტა ღრუბლებით მთლიანად იყო დაფარული, მოგვიანებით კი ზოგიერთი რეგიონის თავზე ღრუბლებმა გაფანტვა დაიწყო.